Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Resistance blog

ბედნიერებამდე სამი მეტრით აქეთ

სუფრასთან შვიდი კაცი ისხდა. ერთ ერთი მე ვიყავი. მეგობრული სუფრა, სადაც ყველა ყველას ხუთი თითივით იცნობდა. ვსაუბრობდით ყველაფერზე ვიცინოდით. საკმაოდ შეზარხოშებული ვიყავით. თამადას, ნუ ამ შემთხვევაში სიმბოლურ ხელმძღვანელს, არავინ უსმენდა. ყველა თავისთვის უბერავდა. მოულოდნელად ერთი ადგა და ჭიქა ხელში აწია. ყველა გავშეშდით დამას შევხედეთ. ხუთ წამიანი პაუზა და დაიწყო როგორც ჩვეულებრივ სადღეგრძელოს შეეფერება:

-სასტავ ერთი სადღეგრძელოს თქმა მინდა... ხომ შეიძლება ბატონო თამადა?

-მიდი, ძმაო მიდი შენია ბურთი და მოედანი

-დიდი მადლობა... ჰო სად გავჩერდი? თუმცა არც არაფერი დამიწყია... მე მინდა უბედურების საღეგრძელო შევსვა..ჰო ვიცი გაგიკვირდათ, მაგრამ ასე მინდა რომ ვთქვა...

-კი მაგრამ უდებურებისას რატომ სვამ? - იკითხა ვითომ თამადამ

-აბა ბედნიერების რატომ დავლიო როცა არც ერთი არ ხართ ბედნიერი?

-როგორ ტო? მე ბედნიერი ვარ... და ვიცი ყველა აქ ბედნიერია

-ჰაჰა... აი ეს რომ თქვი სწორედ იმიტომ ხარ უბედური...

და მე ვხედავდი მას როგორ მოაწვა სისხლი ძარღვებში და ერთბაშად როგორ ავიდა ტვინამდე. ვხედავდი და მინდოდა გამეჩერებინა ის, რადგან ვიცოდი რომ აქ რაღაც მოხდებოდა. თუმცა მე გავჩერდი და შმენად ვიქეცი და ვაკვირდებოდი მის თითოეულ მიმიკას, ჟესტს, თმის კანკალსაც კი.

-შენ ბატონო თამადა, შენ უბედური ხარ.. რატომ? შენ არ იცი სუფრის გაძღოლა, შენ არ იცი როგორ უნდა მოექცე თითოეულ ადამიანს რომ არ ეწყინოს. შენ არ იცი ადამიანთან მიდგომა, მისი აზრის პატივისცემა , რადგან შენ გინდა იყო ყველაფერი და ეს ყველაფერი დაგღუპავს. შენი გონება მწირია და ვერ დაიტევ ამ ყველაფაფერს. გაიბერები და ერთი ხუთ სანტიმეტრიანი ნემსი გაგხეთქავს. მიატოვე ეგრე ცხოვრება, თორემ შენგან კაცი არ გამოვა...

ეს თქვა და დავინახე როგორ გახდა პომიდვრისფერი თამადის სახე. სულ მცირე უნდოდა და სახეში ლეწავდა მთქმელს. შემდეგ ჩვენი ორატორი თამდის მოადგილე მიუბრუნდა:

- შენ ახლა აქ რომ მიყურებ კრავის თვალებით, ე მანდ რამე არ თქვას ჩემზეო, შენც უბედური ხარ. რატომ? ჰაჰ, გინდა ყველაფერი ვთქვა შენზე? კარგი რადგან არ გინდა სწორედ ამიტომ ვიტყვი... შენ არ იცი როგორ უნდა გაამხიარულო ადამიანი რომელიც იმიტომ ტირის, რომ შენ აწყენინე. ყველაზე ხმამაღლა საუბრობ ეკამათები თამადას რომელიც შენზე უბედურია და იძახი, რომ კამათში იშვება ჭეშმარიტება... ორმა უბედურმა რა იცის რა არის ჭეშმარიტება... არ გინდა არა ეგრე თორემ დაიღუპები. მოსმენა ისწავლე, შენიშვნის ყურად ღება, ათამდე დაითვალე და შემდეგ დაარტყი... აი სწორედ მაგ დროს აგარ მოგინდება დარტყმა და მიხვდები, რომ ყვირილით და მუშტი კრივით ბევრ ვერაფერს გადაწყვეტ... ისწავლე მოთმინება და შენ სულს იპოვი...

შემდეგ ჩვენი ორატორი ორ ძმას მოუბრუნდა, რომლებიც ერთმანეთის მოპირისიპირე მხარეს ისხდნენ:

-ძმებო, ლომებო, არწივებო, მგლებო.... ძაღლებო, გველებო, კატებო... თქვენვ უბედური ხართ. ჰაჰაჰა რატომ? იმიტომ რომ ძმები ხართ და ძმობა არ იცით. ჯერ სუფრაზე წუთი არ გასულა ერთმანეთისთვი, რომ არ გეძაგებინოთ. ერთმანეთს აგინებთ და ამას „შუტკას’’ უწოდებთ. ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს სხედხართ ერთმანეთს თვალებით ჭამთ. თითქოს ერთი დედის გაჩენილები არ იყოთ. ერთმანეტი ჩანახუტები გყავთ ოდესმე? ან გითქვამთ კი თუ როგორ გიყვართ ერთმანეთი? ჰო სწორედ ამიტომ ხართ უბედურები, რადგან ძმობა ის გგონიათ რომ გვერდში ამოდგომა მხოლოდ ფულადი დახმარებაა და მეტი არაფერი... ჩაეხუტეთ ერთმანეთს, მოეფერეთ გაუღიმეთ... ძმები ხართ ბოლო ბოლო...

ათ წამიანი პაუზა.

- შენ? ჰო ვიცი რომ გინდა სიმართლე ვთქვა... გეტყვი ჩემო კარგო უბედურო... გგონიი გიყვარს და მისგან მხოლოდ ტუჩებს ელი... გგონია გიყვარს და მის ცოლად მოყვანას აპირებ.. გგონია გიყვარს და მის გამო მთებს გადადგამ... შენ არ იცი რა არის სიყვარული და ვერც ვერასოდეს გაიგებ, რადგან ქალისგან მის სხეულს ითხოვ და არა მის სულს... შენ გარყვნილი ხარ და მხოლოდ ერთი რაღაცით ფიქრობ... შენი გონება დაბინდულია ქალის საშოს ხილვის სურვილით და მისი დაკმაყოფილებით. შენ ვერ მიხვდები რა არის ქალი და რა სურს მას... შენ არ შეგიძლია შეიყვარო,რადგან მუდამ მისი გაჟიმვის სურვილი გექნება... უბედური ხარ უბედური რადგან სიყვარულში უნდა იპოვო ბედნიერება და მას ფარავ... ისწავლე სიყვარული და ბედნიერი იქნები....

ეს რომ უთხრა ჩემ გვერდით მჯდომს მივხვდი რომ ჩემი ჯერიც მოვიდოდა. გავხედე ცალი თვალით და ეგრევე დაიწყო:

- შენ? შენც უბედური ხარ... რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრება თამაში გგონია. შენც ეთამაშები მას.... ხან სერიოზული ხარ ხანაც ცანცარა, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ უბედური ხარ და ცხოვრების ბოლომდე გათენებას დაელოდები, რომ სწორედ მაგ დროს დაიძინო. ღამე გიყვარს და მზე გძულს... ცხოვრება გიყვარს და ხალხი გძულს... უბედურო ჩემო.. გაუგიმე ხალხს,აცოცხლე ისინი შენში და ისინი მოიტანენ ბედნიერებას რომელსაც ასე მწარედ დაეძებ. ახლოს მიდიხარ თუმცა ისევ ძილი გაბრუნებს წყვდიადში. შეიყვარე ხალხი და შეგიყვარებენ ისეთს როგორიც ხარ... არ გინდა ტყუილები რადგან მას მოკლე ფეხები აბია და ისევ ისეთივე გლახაკი უბედური დარჩები როგორც ახლა ხარ....

მორჩა... იმედია დაამთავრა სათქმელი. გავაფრენდი რომ გაეგრძელებინა. მაგრამ თამადამ წარმოთქვა სიტყვა რომელიც დანარჩენ ყველას გვტანჯავდა:

- შენ? ბატონო გამთახსირებელო? შენ ბედნიერი იქნები ამდენ რაღაცას ჩვენ რომ გვეუბნები...

მას გაეღიმა და წყნარად წარმოთქვა:

-მე? მე ყველაზე უბედური ვარ აქ მჯდომთაგან. იმიტომ რომ საძმაკცოში ამის თქმა და დარიგება მჭირდება... ასე რომ ბიჭებო უბედურებას გაუმარჯოს... იმ უბედურებას, რომელიც შიგნიდან გვტანჯავს და ცხოვრებას გვიმწარებს... გთხოვთ ყველამ დავლიოთ... დავლიოთ სანამ ძაღლი არ მიეწევა ამ უბედურებას სულში...

ყველამ უთქმელად გამოვცალეთ ჭიქა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 24  |  negative votes: 1

Write comment:

aNNa (28)
მე? მე ყველაზე უბედური ვარ აქ მჯდომთაგან. იმიტომ რომ საძმაკცოში ამის თქმა და დარიგება მჭირდება... ასე რომ ბიჭებო უბედურებას გაუმარჯოს... იმ უბედურებას, რომელიც შიგნიდან გვტანჯავს და ცხოვრებას გვიმწარებს... გთხოვთ ყველამ დავლიოთ... დავლიოთ სანამ ძაღლი არ მიეწევა ამ უბედურებას სულში...
#7, 20.02.2013 - 04:46
აი ძმაო, სადღეგრძელოს რო მოითხოვ ამაზე ნაკლები არ უნდა ილაპარაკო კაცმა :))


საინტერესო იყო. +1
#6, 12.02.2013 - 20:18
)))
12.02.2013 - 21:09
milan88 (33)
უთქმელად გამოვცალეთ ჭიქა...
#5, 12.02.2013 - 18:02
egrea )
12.02.2013 - 21:09
giototti (31)
ყველამ უთქმელად გამოვცალეთ ჭიქა... meti arc araferi iyo sachiro
#4, 12.02.2013 - 14:42
12.02.2013 - 21:10
ArtFashion (34)
სადღეგრძელოს მთქმელს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს ..............
#3, 11.02.2013 - 22:30
12.02.2013 - 21:10
lileeeee1 (27)
da ra kargi adamiania vinc es sityvebi tqva
#2, 11.02.2013 - 14:51
aMIRZAde (46)
კაი ბლომად დაგილევიათ...)))
#1, 11.02.2013 - 05:50
 

User
offline
offline Resistance (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.