Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

ერთფეროვნებაა

მე ვთვრები ყოველ ღამით, ფიქრების განსხვავებით და მერე წვიმი ფონზე ფანჯარას ვაშტერდები. ცრემლები, ყვავილები, სანთლები და დრამები, ლექსებით დაჯღაბნილი მეხვევა გარს კედლები. ვიწყები დილასავით, მე დილა არ მეწყება, ვაფასებ თივაში, რომ მარცვალი მომიძიე. აპრილი მომახარეს წუხელის და მერცხლებმა, ჟღურტული მასმენინეს გალობად, დილის სხივზე. იწყება ძველებური განცდათა დაგემება, ფრთები მაქვს შემხმარი და სული მაქვს გაღეღილი. ჩამქრალი თვალებიდან თვალები მეწვეთება და ძველი ემოცია ტალღებად გადამივლის. დამღალა სიცივესთან მალულმა სიახლოვემ, ერთფეროვნება არის, ამ გულის ბაგა-ბუგიც. კედელზე მინაწერი ლექსებიც მივატოვე, ვეჩვევი დაბნელებას ტრაურით გათანგული. და ასე ცარიელი, ყველასთვის უხილავი, ასეთი მიმალული, ბედის რომ მეშინია. მიფეთქავს ნამუსის (თუ, ქვია შუბლის ძარღვი.) რა არის გასაკვირი?! ცრემლებიც ბერდებიან. ლექსებიც მისჯილი მაქვს, მეხვევა გარს კედლები, მიყვარხარ, (რომ იცოდე) ბევრისგან განსხვავებით. ერთი და იგივეა, ფანჯარას ვაშტერდები, სანთლებით, ყვავულებით, გრძნობებით და დრამებით................[გივი ნემსაძე]

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.