Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sofii14 blog

ჩემს გულში

აი კიდევ რამოდენიმე დღე გავიდა შენზე ფიქრებში.ვერც კი წარმოიდგენ რა საშინელებაა როცა ყველაფერი შავ-თეთრი გეჩვენება,როცა სული გტკივა იმდენად გენატრება.თუმცა შენ ეს არ იცი,შენ ხომ ისე წახვედი რომ არაფერი გითქვამს,წახვედი და თან გაიყოლე ჩემი სული..ჩემი სხეული კი უსიცოცხლოა,ჩემი თვალები რომლებიც მუდამ ბრწყინავდნენ ახლა შენს ლანდებს დაეძებენ და უამრავ ცრემლს ღვრიან.შენმა წასვლამ სამყარო შეცვალა,ყველაფერი ნაცრისფერი გახადა..ახლა უკვე მზეც ვეგარ მათბობს რადგან მე დავკარგე ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი,სიყვარული,სიყვარული და შენ.შენ ვინც ასე მჭირდებოდი წახვედი და უკანმოუხედავად დამტოვე,დამტოვე და არც კი გიფიქრია ჩემს გრძნობებზე.რატომ?რატომ ფიქრობდი რომ შენს გარეშე უკეთ ვიქნებოდი.ახლა ხომ სრულიად მარტო ვარ,მარტო ჩემს ფიქრებთან და შენს აჩრდილებთან.ახლა ჩემი მეგზური მხოლოდ მთვარეა,მთვარე რომელიც ყველაზე ბედნიერ წუთებს მახსენებს,იმ წუთებს რომელსაც შენ მჩუქნიდი.არ ვიცი როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას,არ ვიცი რა მეშველება შენს გარეშე.შენ ყველაზე კარგად იცოდი რომ მე შენი დაკარგვისს ტკივილს ვერასოდეს გავუმკლავდებოდი,ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე,შენ ეს იცოდი მაგრამ წახვედი,იქნებ წახვედი იმიტომ,რომ იმედი გქონდა ყველაფერს შევეგუებოდი და ცხოვრებას უკეთესად გავაგრძელებდი,ან იქნებ...არ ვიცი ვფიქრობ და ვერ ვხდები რატომ მიმატოვე,რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენ სიყვარულზე ძლიერი.შენ ყოველთვის თბილი და არაჩვეულებრივი იყავი.მე ხომ შენი სუნთქვა,შენი ღიმილი და შენი სითბო მაცოცხლებდა.ახლა კი გაყინული ვარ,ვერაფერს ვგრძნობ ტკივილის გარდა.ჩემს ტუჩებს დაავიწყდათ ღიმილი მაგრამ ისინი ვერასოდეს დაივიწყებენ შენი ტუჩების გემოს,შენს შეხებას და ალერსიან კოცნას.გეძებ,გეძებ და არ ვიცი სად გიპოვო,ვფფიქრობ და ვერაფრით ვხვდები სად ან რატომ წახვედი,რატომ დამტოვე მარტო.დავდივარ შენიღბული და ვამბობ რომ ბედნიერი ვარ თუმცა ამ სიტყვების უკან აუტანელი ტკივილი იმალება.ყველას ძლიერი ვგონივარ მაგრამ შინაგანად სუსტი და დაუცველი ვარ.ეს კი მხოლოდ შენ იცოდი,იცოდი და არვის უმხელდი ამას.მექცეოდი ისე როგორც პატარა გოგოს რომელსაც სიყვარული და მზრუნველობა სჭირდებოდა.ვერც კი წარმოიდგენ როგორ მაკლიხარ,როგორ მინდა ისევ ვიგძნო შენი ჩახუტება,გავიგონო შენი ხმა,ხმა რომელიც მუდამ ჩამესმის და ყველგან თან დამდევს.ნუთუ ოდნავ მაინც არ გენატრები,ნუთუ არ შეგეძLო უბრალოდ დაგერეკა.ალბათ არა..მაგრამ მე არ ვბრაზობ შენზე,შენ ხომ მთვარეს ატან შენ სიყვარულს,მთვარეს რომელიც ყოველთვის სიმართლეს მეუბნება........მჭირდები,მენატრები,ტკივილამდე მენატრები და მაკლიხარ,მაკლიხარ ისე როგორც არავინ არასდროს.მაკლიხარ ცამდე და ღმერთამდე მჭირდები.მე მჯერა, მჯერა რომ ყოველთვის ერთად ვიქნებით.არასოდეს დასრულდება ჩვენი ლამაზი ზღაპარი.სულერთია სად ვიქნებით,ერთად თუ ცალცალკე,მთავარი ისაა რომ ჩვენ ერთმანეთI გვეყოლება,ჩვენთან იქნება მთვარე რომელიც ყველაფერს გაგვახსენებს და ისევ გვაჩუქებს ერთმანეთის გაგზავნილ სიყვარულს.ვიცი გჩირდები,ვიცი გენატრები და გპირდები რომ გიპოვი,გიპოვი და ისევ ძველებურად შემოგხედავ,შემოგხედავ ბავშვური თვალებით,გაგიღიმებ ისე როგორც პირველად, ვიცეკვებთ მთვარის შუქზე მხოლოდ ჩვენ ორნი,ისევ ამ გზაზე,ისევ მხოლოდ ჩვენ,ჩვენ და მთვარე,რომელსაც ისევ შერცხვება ჩვენი კოცნის ყურება და ღრუბლებს მიეფარება.ახლა უამრავი ხალხი ირევა ქუჩაში,ხმაურია,მე კი ვერავის ვხედავ,არაფერი მესმის,მხოლოდ ნაცნობ ბილიკს მივუყვები.შენი ლანდები კი მარტო არ მტოვებენ.ვდGავარ შუა გზაზე ვუყურებ მთვარეს და მახსენდება შენი სახე,სახე რომელიც მე ოდესგაც დავხატე,დავხატე და მოგიძღვენი შენ.გახსოვს გითხარი დაგხატე რადგან მინდა სულ ჩემთან იყო და გიყუროთქო,შენ გაგეღიმა და მიტხარი:"დაგელოდები ,კიდევ 2წელი და სამუდამოდ ერთად ვიქნებითო".ამბავი რომელიც ულამაზესი ქორწილით და უდიდესი ბედნიერებით უნდა დასრულებულიყო,მონატრებაზე უფრო ძლიერი ტანჯვით დასრულდა.სწორედ იმ ღამეს,იმ წამს როცა მთვარეს ვუცქერდი რაღაც ჩამწყდა გულში,შემდეგ ტელეფონის ხმა გაისმა,ავიღე და გავიგე ის რაც ჯობდა საერთოდ არ გამეგო..შენ მე ვეგარ გნახავდი,შენ წახვედი იქ საიდანაც არავინ ბრუნდება,წახვედი და სამუდამოდ მარტო დამტოვე.შენ ჩემი პატარა ცხოვრების აუხდენელ ოცნებად დარჩი,ახლა იმაზე მეტად მენატრები ვიდრე მაშინ,ახლა იმის იმედიც აგარ მაქვს რომ ოდესმე კიდევ ვნახავ შენ თვალებს,ვიგრძნობ შენ შეხებას.ვუყურებ ეკელიაში ანთებულ სანთელს რმელიც თანდათან დნება,დნება და მეც მასთან ერთად ვდნები,ვდგავარ და მე და სანთელი ერთად ვლოცულობთ შენზე.ვგრძნობ რომ ჩემი სიცოცხლეც დამთავრდა............................ყოველთვის ჩემს გულში იქნები.. მიყვარხარ და მენატრები

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

*THUMBS UP* *THUMBS UP*
#1, 13.02.2013 - 20:59
 

User
offline sofii14
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.