Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
cicicici111 blog

დარწყულებული მოლოდინისა

დარწყულებული მოლოდინისა წვიმს, სანატრელო, წვიმს!.. - ეშველათ მწყურვალ ველებს... მოხვალ - სველსა და ცივს, მხრებზე დამაწყობ ხელებს... ძლივს... როგორც იქნა... ძლივს... - წლების, წვალების მერე... თვალებს ნუ დახრი ძირს - ნუ დამიმალავ ცრემლებს... - ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს თვალებს, ვერმონაფერებს?.. როგორ ვწამებდი ცილს გულს - ბარტყივით რომ თრთის... ყელს - მარგალიტთა ღირსს... თმებს - მზეგარეულ ღელეს?!. - ვის შევლეოდი, ვის?.. - შენ, სანატრელო?.. მერე?!. წვიმს... / როგორც იქნა - წვიმს... / და დარწყულებულს / ძლივს ... / ველებს / ფერთაგან მწირს / რომ დაუბრუნებს ფერებს, - მოხვალ, სველსა და ცივს, მხრებზე დამაწყობ ხელებს... /იმედი ჯახუა/

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline cicicici111 (34)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.