Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
galaktioni333 blog

მშვიდობით

გემშვიდობები…
ცრემლების გარეშე,სევდის გარეშე…

მე არასდროს არაფერს ვკარგავ ცხოვრებაში…არასდროს ვაყენებ ადამიანს ზიანს შეგნებულად…ყველაფერ თავისთავად ხდება…ალბათ არც შენ გიფიქრია რა შეიძლება მომხდარიყო…ერთი ჩემი წერილი მახსენდება,გული მიგრძნობს ეს სიყვარული მალე გაქრებათქო,ვიცი დასრულდება და არ ექნება ბედნიერი დასასრულითქო…ან რა არის საერთოდ ბედნიერება?განა ასეთი მარტივი იქნებოდა,რომ შენთვის დამერქმია ბედნიერება?
ზოგჯერ ვფიქრობ ვერასდროს აფასებდი იმას რაც გქონდა…
არ შეგეძლო დაცვა…
არ შეგეძლო მტკიცე ყოფილიყავი…
იცი მე არ ვიტყოდი უარს ამ ურთიერთობაზე ალბათ,შენ რომ ძლიერი ყოფილიყავი…ვფიქრობ ხოლმე,რომ ეს ურთიერთობა ამდენ ხანს ჩემი წყალობით ცოცხლობდა,ვცდილობდი არ გაბანალურებულიყო…თუმცა დავიღალე…შეიძლება სიმართლე თქვი:არასდროს ვყვარებივარო….ალბათ მართლაც სხვა რამეა სიყვარული,ყველაფერზე თვალს დაგახუჭინებს…მაგრამ მე ეს არ შემეძლო,არ მიღირს დავხუჭო თვალი და მტკენდნენ გულს გამუდმებით….მე ყველაფერს სხვანაირს ვარ მიჩვეული….არ მსურს ბედნიერი ლამაზი დღეები გამიშავთეთრონ…
მე შემიძლია ყველაფერზე ვთქვა უარი,თუკი მიღირს,მაგრამ არ მიღირდა…

გემშვიდობები ცრემლების გარეშე…
გაყინული გულით…

ყოველ დილით როცა მზე შენს ფანჯრებს შემოანათებს უბრალოდ გახსოვდეს,მე მუდამ ასე ვიქნები და ვერასდროს შეძლებენ გამაციონ…ვერასდროს შეძლებენ სიყვარულზე მეტი სიძულვილი იყოს ჩემში…მე თავად ვარ სიყვარული…

გემშვიდობები…
თუ გინდა არაფერი გახსოვდეს…დაივიწყე ყველაფერი…დამივიწყე მეც…მე უბრალოდ ეგოისტი ვარ,მაგრამ მაქვს გული და უაზრო,დაუმსახურებელ ბრალდებებს დიდხანს ვერ ავიტან…არ მინდა სიძულვილი არა!

მშვიდობით!
მე არ მაკლიხარ…


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.