Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

აღარ მიყვარხარ!

იყო და არა იყო რა, ამქვეყნად რა არ ხდებოდა,

ვიღაცა გრძნობას იძენდა, ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,

ვიღაცას ვიღაც უყვარდა, ვიღაცას ის არ უყვარდა,

ვიღაცა იმას ნანობდა, ის ვიღაც რომ შეუყვარდა.

მე კი ძალიან მიყვარდი. განვიცდი რომ შემიყვარდი,

რადგანაც შენ გადააგდე, მე რომ გაჩუქე ის ვარდი.

არადა ჩემთვის იყავი, ბედნიერების სათავე,

გავხელდი რომ სიყვარულით, ვერ მოგითოკე სადავე,

ვერ მოგითოკე აფრები, ახლა შენამდე შორია,

მეგონა გული გქონდა და თურმე ყინული გქონია,

ეგ ლექსი მაშინ დავწერე როცა შენ ჩემგან წახვედი,

ჩემს გულის ნაპირს მოწყდი და სულ სხვა ნაპირზე გახვედი,

წახვედი?- წადი შორს წადი, იქნებ სულ გადამავიწყდე,

შენ შენსას თუ დაიკვეხნი, იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.

მაგრამ რა მოხდა რა იყო? განა ქვეყანა გაიყო?

გამოფხიზლებულმა ნიავმა შენზე ფიქრები წაიღო,

და რაც არ გინდა ლამაზო, არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,

ადრე თუ გვიან ინანებ, იქნებ ოდესმე წამოგცდეს,

რომ სიყვარული არ იცი, სიცივე რატომ ჩაიცვი?

ერთი კითხვა მაქ სიცოცხლე,სირცხვილით ხომ არ დაიწვი?

ჩემს გულში თბილად იჯექი, ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ,

ლექს როცა ვწერდი მიყვარდი, ახლა კი აღარ მიყვარხარ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.