Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mero777 blog
მამაჩემმა სახლთან ბაღში დარგო ნერგი, ვაშლის ხე, დილით ადრე ბაღთან სახლში, დავიბადე თურმე მე. ხე მცხუნვარე მზეს მირჩევნოდა, წყალს ვუსხამდი მიწას მე, აყვავილდა ბაღში ხე, და . . . . დავვაჟკაცდი უკვე მე. ხემ ნაყოფი ინაყოფა, დავცოლშვილდი უკვე მე, ვაშლი შვილებს ახარებდა, შვილები კი --- მე. ხე ავდარს და ქარს ებრძოდა, ცხოვრებას კი - მე, დრომ და ჟამმა თავისი ქნა, გატყდა ხე და გავტყდი მე. მასაც კანი დაეღარა, ისე როგორც სახე მე. ბაღში გაველ მომენატრა მეგობრის ნახვა მე.

გავიხედე .... დავარდნილა .... საყვარელი ჩემი ხე. ვიგრძენ მალე მეც მომელიც იგივ დღე ჩუ, ეს რა შრიალი მომესმა, ვინ მეძახის ნეტავ მე? გავიხედე, დავარდნილ ხეს უყლორტია ნორჩი ხე. სახლიდანაც მეძახიან, დღეს ბაბუა გახდი შენ. ო, განგებავ, დაილოცოს შენი ძალა, შენი მზე, სიცოცხლე რომ უკვდავყავი თუმც შემცვალე მე და ხე. ეხლა ვიცი, ეხლა მჯერა, სიცოცხლეა მძლეთამძლე, არასოდეს წაიშლება, ბაღში ხე და სახლში ---------------- მე.


გაგიმარჯოს შემოგევლე 


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mero777 (33)
საქართველო, საქართველო, რუსთავი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.