Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninia999 blog

წერილი ბოთლში

გამოუვალი წვიმებია. ასეთ დღეებში,

მთაში მივდივარ, სადაც ტყეა, ტყეში ქოხია,

ქათმის ფეხებზე შემომდგარი; ქოხში სხვენია,

სხვენში სკივრია დამალული, სკივრში - კურდღელი,

კურდღელში - იხვი, იხვში - კვერცხი და კვერცხში - ნემსი,

რომლითაც ასეთ ძნელ ამბებში ტუჩებს ვიკერავ,

რომ უცებ რამე არ წამომცდეს, დარდის მაგვარი.

გსმენია რამე ტროვანტებზე? - ჩემი ბავშვობის

სახლს ერტყა ბაღი, იშვიათი, რომელშიც ნაცვლად

მცენარეების, იზრდებოდნენ ცოცხალი ქვები,

ასეთ წვიმებში, მკვლელ დღეებში, ნამდვილ ამბებში...

და მეც ამ ქვებში ვიზრდებოდი და მე ამ ქვებთან

ვთამაშობდი და ამ ქვებისგან ვსწავლობდი დუმილს.

და მე ვიყავი საკუთარი თავის წარსული,

ამ ბაღში, სადაც საკუთარი თავის მომავალს

ვზელდი მიწისგან, საკუთარი თავის ღმერთივით,

და სილა ქვიშად გადაიქცა და ქვიშა - კენჭად,

და კენჭი - ღორღად, ღორღი - ჭოჭყად და ჭოჭყი - ხვინჭად

და ხვინჭა - რიყედ, რიყე - ლოდად, ლოდი - ბალავრად,

რომელზეც სახლი ააშენეს, ჩემი ბავშვობის,

რომელსაც დიდი ბაღი ერტყა, რომელშიც ნაცვლად

მცენარეების, იზრდებოდნენ ცოცხალი ქვები.

გამოუვალი დღეებია. ასეთ წვიმებში,

ცარიელ ბოთლში ამბავს ვაგდებ და ბოთლს ფანჯრიდან,

ზღვაში კი არა, ვისვრი იმისიმისიქითში.


გიო საჯაია


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

mesxy (30)
მთაში ვიყავი ამ დღეებში,სადაც ტყეა...ტყეში ქოხი ვნახე,ქათმის ფეხებზე შემომდგარი.ქოხში სხვენიცა და სხვენში სკივრი მართლაც იყო...სკივრში იხვი იყო?!...არა კვერცხი ედო,კურდგელს ნემსი დაუკარგავს,იხვი საძებნელად წასულიყო...წვიმა მართლა აღარ მახსოვს იყო თუ გადაეღო...გამომეღვიძა.:)))
#2, 14.03.2014 - 12:15
mesxy (30)
გამოუვალი წვიმებია. ასეთ დღეებში,

მთაში მივდივარ, სადაც ტყეა, ტყეში ქოხია,
#1, 11.03.2014 - 10:00
 

User
offline ninia999 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.