Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

მე ისევ ვფიქრობ

დღეს რაღაც უცნაური ფიქრები მაწუხებს და საერთოდ გავუცნაურდი : )) საღამოს შუქი ჩაქრა და ამ უაზრობისგან რა მეკეთებინა აღარ ვიცოდი, ხან დაძინება ვცადე ხან ის ხან ეს მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ, მაშინ გამიჩნდა პირველი კითხვა :
-რას აკეთებდა ხალხი მაშინ როცა შუქი საერთოდ არ არსებობდა? და პასუხიც მივიღე, მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და მიუჩვეველს ნუ შეაჩვევოოო, აი ეს გამახსენდა ზუსტად და იმასაც მივხვდი, რომ ამ ჯადონსურ ელექტროენერგიაზე ვართ დამოკიდებულები, რაც სავალალოა :( ამ დროის განმავლობაში რაღაც უცნაური გრძნობა მაწუხებდა და შუქს ვაბრალებდი, მაგრამ მისი მოსვლის შემდეგაც არ გამნელებია, მარტოობა მომინდა, რაც არასდროს მომდომებია, ზევით ავედი, ფანჯარა გავაღე, ისევ წვიმა, ნიაღვარი მდუმარედ და აუჩქარებლად მიდიოდა, თითქოს მაგრძნობინება, რომ მარტო არ ვიყავი, ხელები გავწიე და ობოლი წვიმის წვეთები ჩემს ხელებზე აღმოჩნდნენ, გამიხარდა ზუსტად ისე როგორც 2 წლის ბავშვს ახალი სათამაშოს ყიდვა... მერე იქით დავინახე უბნის საამაყო სკამი ალბათ ისიც სოლიდარობას მიწევდა... ისიც ჩუმად იდგა და ალბათ ისიც ფიქრობდა.. : )) შემდეგ ფანჯარა დავხურე და ჩემს ოთახში შევედი.. თითქოს იქ რაღაც ახალს ველოდი, შესვლისთავანე ისევ David Beckham და Jude Law შემომხედეს, გვერდძე დიტო ლაგვილავას ავტოგრაფიც ეკიდა, რამოდენინე ჩემი ბავშობის სურათი და ჩემი ნივთები.. ნეტავ ახალს რას ველოდი? ზუსტად ასეთი არ დავტოვე რამოდენიმე წუთის წინ? არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ რაღაც დავკარგე, რაღაც ისეთი რაც ჩემთვის ფასეული იყო, თუმცა ალბათ ასე ჯობდა..

წვიმაა... მე ისევ ვფიქრობ ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

ფიქრი კარგი რამეა ხშირად რომ ჩაქრეს და ბევრმა ბევრი იფიქროს, მგონი კაი იქნება ზოგჯერ...
#1, 21.02.2013 - 13:13
21.02.2013 - 13:29
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.