Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ramzesa blog
გაზაფხული დავთესე... და მოვიდა!
მზეს შიგ გულში ვაკოცე და გათბა,
სიყვარული ჩემთან უხმოდ მოფრინდა
და მის სულში მონატრება დამხვდა.

ზღვის ტალღები წუხელ ისე ყოფილა,
ღრუბლებს მიღმა გრძნობებამდე ახტა,
დღეს კი მთვარეს კრისტალები მოჰფინა
და ვარსკვლავებს ალიონთან გაჰყვა.

მარტს აპრილი თებერვალში კოცნიდა,
გაზაფხულად ხეში წყალი ჩაგდა,
ეს სიზმარი ციდან გზნებით მოვლინდა?
ჰოდა, ცხადში ჩამეხუტე ახლა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.