Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadu1990 blog
მე გამძარცვეს...
დიახ, გამძარცვეს! წამართველს ყველაფერი რაც ამ ქვეყნად ვაგროვე... ბავშვური სიცილი, გულწრფელი სიყვარული, ოცნებები...
არ გიხდებაო მითხრეს. სახეზე ნიღაბი ამაფარეს და ხელისკვრით გამაგდეს სცენაზე...
უამრავი მაყურებლის წინაშე ავღმოჩნდი. მეგონა ნიღბის ქვეშ ,,მე"-ს დანახვა არ გაუჭირდებათო...
მაგრამ ამაოდ... ვერავინ გაიგო, ვერ დაინახეს ,,მე"
როცა ნიღაბი იცინოდა, იმ დროს ,,მე " ტიროდა...
როცა გულს ტკივილისაგან კვნესა აღმოხდებოდა, ნიღაბი ხმააღლა იწყებდა ლაპარაკს რომ კვნესა გაგაეფარა....
ვერ იგუა ნიღაბი ,,მე"-მ და ჩამიოგლიჯა სახიდან, გული მოიშიშვლა და სცენიდან მთელი ხმით გადსძახა:
-მე თქვენ მიყვარხართ!.. სამყაროს ყველაზე დიდი საოცრება და სილამაზე თქვენ ხართ ადამიანებო. თქვენ ყველაფერი ხართ, ყველგან და ყველასთან... სიცოცხლის სასწაული ხარ ადამიანებო!... გაუფრთხილდით თქვენ ლამაზ სულს. მოეფერეთ, გიყვარდეთ ერთმანეთი და ცოტა მეც შემიყვარეთ...
უთქვენოდ მცივა, მშია და მწყურია!..
სცენიდან უკან გამომაგდეს, უნიჭო მსახიობი ხარო... ხალხს სიყვარული კი არა გართობა უნდაო... სული რა არის!... მთავარია ლამაზი სხეული ქონდეს... და რად უნდა ადამიანს ცრემლი სადაც სიცილი მეფობსო?!..
ადამიანებს არ სჭირდება გრძნობები. ის უნდა თამაშობდეს ველა გრძნობას...
მაგრამ ვერ შევძელი!.. ვერ ვითამაშ ისე როგორც მათ სურდათ...
ვერ ვიგუე სიყალბე, ზიზღი, ბოროტება, შური, ორგულობა, ვერ გავხდი ფარისეველი... ვერ ვუთხარი ხალხს რომ, თეატრის დარბაზი ედემი იყო , როცა ყოველი მათგანის გვერდით ეშმაკს ვხედავდი...
მიყვარდა ჩემი მაყურებელი. მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი ქვებს მესროდა, ზოგი ეკლებს, ზოგიც ტალახს... მაინც მიყვარდა რადგან ვხედავდი როგორ მძლავრობდა მათზე ეშმაკი...
სიყვარულით ვპასუხობდი ყოველგვარ სიავეს...
მაგრამ .. ნიღბის გარეშე უფრო გამანადგურეს... არაფერი დაიშურეს, სიტყვით საქმით ღალატით, ტალახით...
მე მივდივარ, ვტოვებ სცენას და ამ წყელს თეატრს, სადაც ცხოვრებას ნიღბები განაგებენ.
სადაც დაუნდობლად ძიძგნიაი ერთმანეთს... სხვაგვარად არ შეუძლიათ. მე კი ამგვარად...
მივდივარ არა იმიტომ რომ შემეშინდა. არა იმიტომ რომ აღარ მიყვარხართ... არა!
მეტისმეტად ამაყი გავხდი იმისათვის რომ, დამცირებას დიდხანს გავუძლო...
მეტისმეტად თავმოყვარე რომ, მარტოდ-მარტომ ვიქვითინო... ვიცი მაინც ვერაფერს გაუგებთ ცრემლებს...
მეტისმეტად ჯიუტი,.. ვერავინ მაიძულებს ვემონო ნიღაბს!
ეს სამი ხასიათი შემძინა სცენამ. ვიტოვებ, თან მეშინია, არ მიმუხთლოს... რაც არ უნდა იყოს, ეშმაკისეულია და არ ინდობა!
ვიცი, უსათუოდ მიღალატებს!...
მაგრამ, მარტოდმარტოს, წყვდიადში მათ გარეშე გამიჭირდება გზის გაგრძელება...
მივდივარ სრულიად შიშველი, გრძნობებ გაძარცვული მშიერ მწყურვალი და სიცივისაგან ერთიანად მაცახცახებს....
სული ტკივილის ვეღარ უძლებს...
რატომ, რატომ ადამიანად უფალო, და არა წვიმის წვეთად?..
2009 წლელი

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline dadu1990 (26)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.