Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
smally blog

წავედი, ოღონდ არ გეგონოს, რომ დავბრუნდები!

წავედი, ოღონდ არ გეგონოს, რომ დავბრუნდები!...
სულაც არ მჭირდება ეს აჟურული წინდები-
ხანდახან ყველაფერი მწყინდება და მაინც
დესერტად გიტოვებ ჩემს ღიმილს-
სალათის მოსართავ სტაფილოს-გახეხილს…

გამოტყდი, ხომ გეგონა, დაითვლიდი,
რამდენჯერ ჩავიდა მზე უჩემოდ,
მე კი ,,ჰოპლა” და უცნაურად გამოგეცხადე-

ხევსურული წინდებით და ნაწნავებით-
გამოვტყდები- ვაპირებდი, რა ხანია,
ჰო, ვაპირებდი, მაგრამ… არ წავედი
,,განა, ადვილია?!” ჩამჩურჩულებ
და ამ ცხელი სუნთქვის მწიფე ფონზე
ვნატრობ, კოკა მედგას მხარზე
და შენს დანახვაზე ვწითლდებოდე……
რა სასაცილოა! ვინ იტყვის-ბავშვები აღარ ვართ
და უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები-
მერე რა, რომ საზღვრებს გდასცდა გრძნობა-
გაჩუქებ ღიღილოს და სელის გაღეღილ სილურჯეს,
ტალღების უბეში ჩამალულ თრობას-
ამბობენ, რომ შემოდგომაა
და წლებიც…
და წლებიც…
,,მოწყდნენ და გაფრინდნენ… გაფრინდნენ… გაფრინდნენ…”
თუმცა, მე ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს ამას…

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.