Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BAQRINHO blog

ვირტუალური რეალობა

დიდი ხანი ვფიქრობდი ღირდა თუ არა ამის დაწერა.. ვიღაცამ შეიძლება სისულელედ ჩათვალოს ვიღაცამ მარაზმად აღიქვას, ხოლო ვიღაცაც დამეთანხმოს .. მოკლედ მინდა დავწერო ვირტუალურ სამყაროსა (მეტწილად FACEBOOK–ზე) და მის თავისებურებებზე ..
FACEBOOK–ი მიით ადამიანს აერთიანებს . ზოგი მხოლოდ ისეთ ადამიანებთან საკონტაქტოდ იყენებს, რომლებსაც იშვიათად ხედავენ. ზოგიც ახალი სამეგობროს გაჩენისკენ მიილტვის.. მაგრამ არსებობს ფართო მასაც, რომელიც მხოლოდ „სამაიმუნოდ“ შემოიჭრება ხოლმე და სხვისი დაჩაგვრის, დაცინვის და სიბოროტის მეტს არაფერს აკეთებს .. მე, როგორც ბევრი თქვენთაგანი, რამდენიმე წლის გამოცდილებით ვსარგებლობსთ ამ ვირტუალურ სამყაროში მოღვაწეობით და ალბათ ბევრ უსამართლობასაც შევწრებივართ ...
ნამვილად დიდ ხანს ვიფიქრე ამ საკითხზე ... ბევრი ვიჭოჭმანე და მაინც გადავწყვიტე დამეწერა, რადგან მართლაც ამ ბოლო დროს ძალიან ბევრჯერ, ძალიან ბევრ ისეთ უსამართლობას და სიბოროტეს წავაწყდი აქ FACEBOOK ზე სადაც ნებისმიერი ადამიანის საქციელი მეტწილად პასუხგაუცემელი რჩება, რომ ნამდვილად ჩემში უამრავმა ადამიანმა დიდი ზიზღი გამოიწვია ... „არ განიკითხო არ განიკითხები“ კარგი ფრაზაა თუმცა ამ წერილით მე ამ ფრაზაც ვეწინააღმდეგები .. ვეწინააღმდეგები იმიტომ რომ ზუსტად ამ განუკითხაობის გამო ძალიან ბევრი პატარა ბავშვი მეტწილად პატარა გოგო იჩაგრება ცუდი „ბიძიებისგან“ დაცინვით ... ყველაზე ხშირად, რაც თვალში მომხევდრია ბევრი გვერდის ადმინების მხრიდან სხვადასხვა ადამიანების პროფილებში შეჭრაა სადაც წესით არაფერი ესაქმებათ... გამოაქყვეყნებენ მათ ფოტოს სადაც 12– 13 წლის გოგონას „ულვაშებზე“ ამახვილებენ ყურადღებას და შემდეგ იწყება დაცინვის კასკადი, ქალი, კაცი, ბავშვი ერთმანეთს ეჯიბნებიან ვისი დაცინვა უფრო მრავალმხრივ მხატვრულ და ფანტაზიით მდიდარი იქნება .. ბევრჯერ მეც გამცინებია ასეთ ფოტოზე, ვაღიარებ თუმცა აკლების სურვილი და ლანძღვა გინება არასდროს მიცდია მათი.. ბოლოს კი როცა მართლა დავფიქრდი თუ რამდენად დიდ შეურაცყოფას ვაყენებდი მათ თუმდაც ერთ პატარა ჩაცინებით, რომელსაც ეს ადამიანი ვერც კი გაიგებდა, რომ ძალიან დამნაშავედ ჩავთვალე თავი ..
დაცინვა, დაცინვა ძალიან ცუდი და სიბოროტისკენ მიმართული ქცევაა . ალბათ ზღვარი ხუმრობასა და დაცინვას შორის ყველამ იცის სად გადის და რის მერე უნდა შეწყვიტო „ხუმრობების“ კორიანტელი , მაგრამ როცა ამ დაცინვით „კაი ტიპი“ გამოჩნდები , ყველაზე კარგად მოახერხებ ადამიანის გამოლანძღვას განაკუთრებული ფანტაზიის მქონე „იუმორით“და დააგროვებ ყველაზე მეტ ლაიქს კომენტარზე, ეს უკვე დიდი ცდუნებაა მათთვის, ვისთვისაც ადამიანის თავმოყვარეობის შელახვა, მაცივრის გამოღებაზე ადვილია.
მაგალითისთვის მინდა დავწერო ფაქტი რომელიც ნამდვილად მახსოვს და არასდროს ამომივარდება გონებიდან რადგან ძალიან გულზე მომხვდა ყველაფერი რაც ამის გარშემო მოხდა... ერთ ერთმა ადამიანმა დაპოსტა შეყვარებულის ფოტო მაგრამ რატომღაც თავშიავარდნილმა საზოგადოებამ ძალიან მძიმე და შეურაცმყოფელი კომენტარები დაწერა ...ისე მოხდა რომ ამ ფაქტის გამო ჩხუბი მოხდა რადგან ბიჭმა ვერ აიტანა შეყვარებულის ლანძღვა ... ალბათ აწი აღარ დადებს გოგოს ფოტოს არასდროს არსად მაგრამ რატომ რატომ უნდა გახდეს რაღაცა სისულელე კომენტარი და ვიღაცის ბოროტი აზრი მეორე ადამიანის დაშავების მიზეზი? არ მესმის რატომ არ შეუძლია ადამიანს როცა რამე არ მოსწონს უბრალოდ გადავიდეს სხვაგან აარიდოს თავი ამ ყველაფერს. თუ აუცილებელია შენი სიხარულისთვის სხვა გაამწარო??? ან რატომ უნდა განიჭებდეს სიხარულს სხვისი დაცინვა? ამაზე გამცემს ვინმე პასუხს? არ ვიცი არამგონია ვინმემ გამცეს პასუხი ამ შეკითხვაზე..
ბევრში ეს წერილიც გამოწვევს დაცინვის სურვილს დარწმუნებული ვარ.. „სულელია ეს რეებს წერს“ ან რაიმე მსგავსი აზრიც გაიელვებს უამრავი ახალგაზრდას გონებაში, მაგრამ არა არ ვარ სულელი არ ვარ მარაზმის მოსაუბრე და არ ვცდილობ ვინმეს ჩემი აზრი მოვახვიო და შთავაგონო... ეს უბრალოდ ობიექტური დასკვნაა დღევანდელი რეალობიდან.. ეს ყველაფერი ყოველდღე ჩვენს ცხოვრებაში ხდება ხშირად ვამჩნევთ ხშირად ვერა... მე 17წლის ახალგაზრდას გამიჩნდა განცდა თან დიდი განცდა რომ ეს არასწორია და უნდა შეიცვალოს.. მაგრამ არა ისეთი აგრესიით რომელსაც ასეთი ადამიანები თვითონ იყენებენ სხვის მიმართ არც მათი განდევნით ვინც უსაქმურ ცხოვრებას „აწვება“ და სხივი გამწარება მისი „პროფესიაა“... ასე მოქცევა მარტივია, თუმცა შედარებით რთულთან ჭიდილი უკეთესია რადგან ცნობიერების ამაღლება ამ ახალგაზდობაში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მათი ლანძღვა და გინება...
დარწმუნებული არ ვარ რომ ბევრი წაიკითხავს ჩემს წერილს ბოლომდე თუმცა ვინც წაიკითხავს ვთხოვ, მოვუწოდებ რავიცი რაც გინდათ დაარქვით ამას ... შევეშვათ სხვის დაცინვარ ამქვეყნად ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად რასისა სქესია კანის ფერისა წარმომავლობისა სიმაღლისა მათ დევნას, დაცინვას შევეშვათ... ვცადოთ ვიყოთ უკეთესები ეს ხომ ჩვენ შეგვიძლია ♥ ♥ ♥

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

aMIRZAde (45)
რას ამბობ, აბა აქ რა გავაკეთო ეგეც თუ ამიკრძალეთ, მე ვსაზრდოობ იმით რომ სხვას დავცინი, მე ამით ვმალავ ჩემს სიმახინჯეს და თუ ვინმეს ვაქებ და ვფარისევლობ სულაც არ ნიშნავს რომ მე ის მომწონს...მე აქ ვიხსნები და ჩემს შინაგან მეს ვაძლევ საშუალებას იარსებოს...
#3, 23.02.2013 - 03:18
getanxmebi ....
ეს არასწორია და უნდა შეიცვალოს..
#2, 22.02.2013 - 11:38
xameleon (39)
დაცინვა-სუსტი ადამიანის გამოხატულებაა ძლიერის მიმართ და ამ გზით ცდილობს თავი მოიტყუოს, რომ სხვაზე უკეთესია...
#1, 22.02.2013 - 08:58
 

User
offline
offline BAQRINHO (24)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.