Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sherlok-holms blog

წერას ატანილი... :)

დაგიწერიათ რამე მხოლოდ იმის გამო, რომ ემოციებს ვეღარ ტევდით გულში და ერთადერთი ხსნა მათი თხრობით წინადადებად გადაქცევა იყო?

თან მუსიკაც ჩაგირთავთ და რამდენჯერმე მოგისმენიათ, სანამ წერას დაამთავრებდით?

იწყებ წერას და არ იცი ბოლოს რა გამოვა, თუმცა როცა ამთავრებ, ხვდები რომ სულ სხვაგან წახვედი, რისი ამოთქმაც გინდოდა ისევ გულში დარჩა და სულ სხვა შინაარსი შეიძინა ფურცელზე თავმოყრილმა სიტყვებმა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ხარ...

მართალია გულიდან არ გამოვიდა ის, რაც გინდოდა, ალბათ იმიტომ რომ ძალიან პირადია და გამომზეურება არ დაგანება შინაგანმა მემ... მაგრამ რაღაც მაინც გამოვიდა და ესეც კარგია უკვე...


დღეს ძველი ფოტო მანახა მეგობარმა, ერთად გადაღებული... მივხვდი მასაც მოენატრა ბავშვობა და მარტო მე არ ვყოფილვარ ასეთ ნოსტალგიებში...

ისიც გავიგე რომ არსებობს ისეთი ცალმხრივი სიყვარულიც, რომელიც არ გტანჯავს, პირიქით...

და ცხოვრება მშვენიერია, რადგან ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს და უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს კარგად ვიგრძნოთ თავი... ღმერთმა სიცოცხლით დაგაჯილდოვა და მართალია ეს ერთადერთი შანსია აქ ყოფნის, მაგრამ თუ მიხვდები მის ერთადერთობას, გაილამაზებ კიდეც...

მე შემიძლია დავჯდე უბრალოდ აივანზე, ყავის ფინჯანით ხელში და ჩასასვლელად გამზადებული მზით დავტკბე... შევამჩნიო გაზაფხულის მოსვლა და წვიმის მხიარული თამაში... გავიცნო ის, ვინც ჩემს ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისკენ ანდა თავი გავიხალისო იმით რომ ”ერთხელ ამერიკაში” არ მაქვს ნანახი და წინ მელის ეს სიამოვნება... ან თუნდაც ”ამელის ” უსასრულოდ ვუყურო და სხვებსაც მოვუყვე როგორ მიყვარს ეს ფილმი... წავიკითხო წიგნები, რომელთაც თაროზე მოუყრიათ თავი, ახალი მეგობრები შევიძინო და ბევრი ლამაზი კაბა ვიყიდო... ვიცეკვო ლათინურ მელოდიებზე და ცუდ განწყობაზე მყოფ მეგობარს ისეთი სიტყვები ვუთხრა, სიცოცხლის ხალისი დავუბრუნო...

და ბოლო-ბოლო შეიძლება პარიზშიც მოვხვდე, იქ დავჯდე აივანზე, მზესუმზირების თაიგულით შემკულ მაგიდასთან ყავის ფინჯანით ხელში და ჯერ კიდევ უნახავი ფილმის დაწყებამდე ვუყურო მზის ჩასვლას...

ვინ იცის...


Tags:

 
Interesting
positive votes: 10  |  negative votes: 0

Write comment:

kriss (30)
ისიც გავიგე რომ არსებობს ისეთი ცალმხრივი სიყვარულიც, რომელიც არ გტანჯავს, პირიქით...
#3, 25.03.2013 - 09:31
და ცხოვრება მშვენიერია, რადგან ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს და უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს კარგად ვიგრძნოთ თავი...
25.03.2013 - 17:06
SECRET (31)
კარგი ხარ !
#2, 05.03.2013 - 02:24
მადლობა...
სხვა რა გზა მაქვს
05.03.2013 - 02:24
და ცხოვრება მშვენიერია, რადგან ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს და უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს კარგად ვიგრძნოთ თავი...
#1, 22.02.2013 - 18:34
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.