Friday, 22. February 2013 Time 21:29.
ჩამაქრე. ფიქრებში ზამთარი მოსულა,
თოვლია, მიწაზე თვეობით რომ რჩება,
სიცოცხლე სიკვდილის ცელზეა ორსულად,
სიცოცხლე უშენოდ დინებას მორჩება...
ჩამაქრე. ასეც იქნებოდა, იცოდი
და მაინც ჩამაქრე, ჩამაქრე ფიქრებად,
აქამდე მე შენი ცეცხლით თუ ვიწვოდი
ახლა არც კი ვიცი აწი რა იქნება...
აინთე, შენ თვითონ აინთე ტკივილი,
შენი დეპრესია ოცნებებს ძარცვავს,
რაც უნდა აბნიო უხვად ეგ ღიმილი
აღდგომის ცეცხლივით არავის დაწვავს...
ჩამიქრე, რაც კი რამ მე მქონდა იმედად,
მიყვარდა სიტყვები აზრებად მყოფელი,
ოდესღაც ჩირაღდნით შემოვა ვინმე და
შენსავით დამტოვებს ეს წუთისოფელი...
Tags:
|
positive votes: 0 | negative votes: 0
|
average rating: 0 | viewings: 3
|
Write comment: