Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ttuta blog

თეთრი ღამეები - დოსტოევსკი

ეგების, ანაზდად გამობრწყინებული მზის შუქი ისევ მიიმალა საავდრო ღრუბლების მიღმა და იმისი ბრალი იყო, ყველაფერმა რომ კვლავ ლაზათი დაკარგა ჩემს თვალში; ანდა, იქნებ, აგრე უსიამოდ, აგრე ნაღვლიანად ჩემმა მომავალმა გამიელვა თვალწინ, გამიელვა და ჩემი თავი იმგვარი დავინახე, როგორიც ამჟამად ვარ თხუთმეტი წლის შემდეგ - დაბერებული, იმავე ოთახში გამოკეტილი, ისეთივე ეული, ისევ იმ მატრონას ანაბარა, რომელსაც ოდნავადაც არ მომატებია ჭკუა მთელი ამ წლების მანძილზე. მაგრამ, არ გეგონოს, ჩემი წყენა მახსოვდეს, ნასტენკა! არ გეგონოს, შევაშფოთო შენი მშვიდი, მყუდრო ბედნიერება. მწარე სამდურავი გითხრა და გულს მწუხარება მოგგვარო, იდუმალი ქენჯნით მოგიწყლა და ნეტარების ჟამს სევდით აგიძგერო. დაგიზიანო თუნდაც ერთი იმ ნაზ ყვავილთაგანი, ემაგ შენს ყორნისფერ თმაში რომ ჩაიწან, როცა საბედოსთან ერთად საკურთხევლის წინ წარსდექი... ოჰ, არასოდეს, არასოდეს! დაე, უღრუბლო იყოს შენი ბედნიერების ზეცა, დაე ნათელი, უნაღვლო იყოს ლამაზი ღიმილი შენი; კურთხეულ იყავ იმ ნეტარი და ბედნიერი წუთისათვის, რომელიც უცხოს, მარტოსულს, მადლიერი გულის პატრონს მომანიჭე. უფალო ჩემო! ერთი ბედნიერი წუთი! განა ეს ცოტაა ადამიანის თუნდაც მთელი სიცოცხლის წილად?..

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

vasko13 (19)
dzalian magari motxrobaa yvelas vurchev waikitxos
#1, 13.08.2013 - 10:07
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.