Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iliakukava blog

მე ვერ ვხედავ გამოსახულებას, როცა სარკეში ვიხედები...


მე ის ვარ, ვინც ორ საფეთქელს შორის ნახვრეტს იკეთებს და ვირის ბალანს რითმულად ითხრის. ნელი რხევით ღეროს გამოასრიალებს ხოლმე. ეს მე - და კიდევ მე არ ვიცი, რა არის სინანული და არ შემიძლია პატიება (ავტორი ამ თემას კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდება იმიტომ, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პატიების უნარდაკარგული ხალხის უკან, სინანულთან დაბრუნება). ამ ვინმეს, მე რომ დავარქვი, დიდი ცხვირი, თბილი მკერდი, დაკლაკნილი ფეხის თითები და ჟანგიანი მუყაოსფერი თმა აქვს. ეს არ დარცხვენილა, რადგან ჩემო, არ ჩამოყოლია სირცხვილები, არადა, ხომ გამოაყოლეს?! ღააააააააააააააააყაააააააააააააააააააააა... გინდ ვიღაღანო მე და გინდ ვიყაყანო მე - სულ ერთი ვარ!!!

და მეორედი მე ნაგავს ცხვირით ვთხრი.

და მესამედი მე ნესტოებს სტაფილოს ქერქით ვიტენი.

და მეოთხედი მე დაღლილი რკინასავით დავიჩამოვიშაქრე.

და მეხუთედი მე სიმყრალედ მივახორცდი დაზოლილ უკანალს მოღალატისას.

Ray-Caesar08.jpg


და მეექვსედი მე საწამლეშხამად შევაჩუხჩუხდი შუბლზე კუროამოდღაბნილ უსინათლოებს, ვისაც ვეოცთეთრებოდი ცერად დახრილ თვალებში.

და მეშვიდედი მე ვიყავი?

და მერვედი ნამდვილად არ ვყოფილვარ.

და მეცხრედი სამი, სამი და სამი ვიყავი ერთად, ნაკლები და საკრალური.

და მეათედს არ შემეძლო შემემეცნებინა საკუთარი უსასრულოდ უსასრულო არსებობის აუცილებლობა, რამე თუ, კარგი ვარ.

და მეთერთმეტედი მე უშნო ვარ. ერთეულები კეცს შემხმარი მჭადებია – ორი გვერდი რომლებისაც ბრტყელია და შავად იყურება წვრილი ზოლი არშია უმი თუა, სველი და უმლაშო.

და მეთორმეტე ქუხილპირშიგამოვლებული შეუთეთრებელი დღეებია, განათების გარეშე რომ იძალადონ და ყურში ნემსგაყრილი ამაცეკვონ მძიმე დარში.

და მეცამეტედი მე ბრძენი ვიყავი თუ მომეჩვენა? (აქ მკითხველი აუცილებლად გაიფიქრებს : “მოგეჩვენაიმიტომ, რომ ცინიზმი უკვე ძვალ - რბილში გაგვიჯდა და თუ არა, თავი მომჭერით).

და მეთოთხმეტედს მე არ მჭირდება ზნეობა. შემიცანით და მეზიარეთ, როგორც უზენაესი იდეალების ერთიანობას ეზიარებოდით - სიამოვნებით ჭიპში, საიდანაც ვარდისფრად მზისფერი ხაზი ამოდის და ამ ხაზს აუწყეთ ფეხი, რადგან ხართ არაფერი!!!

RayCaesar_thumb3.jpg

და მეთხუთმეტედი მე ვემონები, ვემორჩილები, ვმონებვმორჩილებ. დედა, რატომ დამბადე უხერხემლო?

და მეთექვსმეტედი მე დიდად კი ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის წავიდე შუკაშარა, გამზირით უკან მობრუნების პერსპექტივიანი რატომღაც როა.

და მეჩვიდმეტედი მე ვემთხვევი ზურგს, რომელსაც ახატია ოთხკუთხა ხაზების ციფრებით დაბოლოვება(შტრიხი).

და მეთვრამეტედი მე ჩვილი, თან პირსველი უნდა ვიყო წესით. დორბლი გულზე დამხეთქებია და მეშინია.

და მეთვრამეტეს მე განაჩენი რომ გამოვუტანე, ელგუჯამ მაშინ სასაფლაო შენიშნა ქუჩის მეორე მხარეს. მოცარტი ჩააყოლეს ეს ესაა ვინმე ბოგანოს. ელგუჯა, მართალია, აღშფოთებულია, მაგრამ რეალურად არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია...



და მეცხრამეტედი მე უსახელო და ტირილს მიჩვეული ვარ. ვხედავ, როგორ და რამდენად გულისამაჩუყებლად ჩადის ამონიკოტინებულ ღია ხახაში მლაშე... და მამა, რომ იცოდე, როგორ მეცოდები...

და მეოცედი მეს დროც დადგა. სულ დამავიწყდა, რა შეგიძლია, როცა მთელი ერთი მეოცედი ხარ ანუ ოცი მთლიანად რამეთი დანარჩენი ცხრამეტიც შენ იყავი.

ოცდაერთი რითმაა. საინტერესო რამეა რითმა...

აჰა, ერთი მთელი მე და მნახეო ბოლოს!!!




Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

საინტერესო რამეა რითმა...:)
#3, 23.02.2013 - 02:03
სულ დამავიწყდა, რა შეგიძლია, როცა მთელი ერთი მეოცედი ხარ ანუ ოცი მთლიანად რამეთი დანარჩენი ცხრამეტიც შენ იყავი.:)
23.02.2013 - 02:58

რაღაცნაირულია ეს ბლოგი....
#2, 23.02.2013 - 01:10
და მეთვრამეტეს მე განაჩენი რომ გამოვუტანე, ელგუჯამ მაშინ სასაფლაო შენიშნა ქუჩის მეორე მხარეს. მოცარტი ჩააყოლეს ეს ესაა ვინმე ბოგანოს. ელგუჯა, მართალია, აღშფოთებულია, მაგრამ რეალურად არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია...
23.02.2013 - 01:14
ცინიზმი უკვე ძვალ-რბილში გაგვიჯდა ...
#1, 23.02.2013 - 00:58
საინტერესო რამეა რითმა...:)
23.02.2013 - 01:13
 

User
offline
offline iliakukava (63)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.