Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
smally blog

ჩვენ მოულოდნელად შევეჯახეთ ერთმანეთს და თვალებში გამოვიხედეთ

ამ ქვეყანაში,
სადაც სიღარიბის არაოფიციალური ნიშნული
სამოცდაათ თეთრზე დგას.
(მეგობრებო,
ნურასოდეს ენდობით ოფიციალურ ინფორმაციას.)

სადაც ჩვეულებრივ ნაცრისფერია ყველაფერი,
წვიმა თოვლში ერევა
და სადგომებისკენ მიერეკება ყველას.

სადაც მთავარი შეკითხვებია _
როდის დაიბადე
და როდის აპირებ სიკვდილს.

სადაც არავინ არის გულწრფელი
და შესაბამისად,
აზრი აქვს დაკარგული ყველაფერს.

სადაც ყველა ფიქრობს _ "როგორ"
და არავის მოსდის თავში _ "რატომ".

ქვეყანაში,
სადაც ცდილობენ ახალი ამერიკა აღმოაჩინონ
და დაკარგული აქვთ საკუთარი მიწები.



ჩვენ მოულოდნელად შევეჯახეთ ერთმანეთს
და თვალებში გამოვიხედეთ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

mesxy (30)
ჩვენ მოულოდნელად შევეჯახეთ ერთმანეთს
და თვალებში გამოვიხედეთ.
#4, 23.02.2013 - 12:47
mesxy (30)
სადაც არავინ არის გულწრფელი
და შესაბამისად,
აზრი აქვს დაკარგული ყველაფერს.
#3, 23.02.2013 - 12:47
mesxy (30)
სადაც ყველა ფიქრობს _ "როგორ"
და არავის მოსდის თავში _ "რატომ"
#2, 23.02.2013 - 12:47
mesxy (30)
ქვეყანაში,
სადაც ცდილობენ ახალი ამერიკა აღმოაჩინონ
და დაკარგული აქვთ საკუთარი მიწები.
#1, 23.02.2013 - 12:46
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.