Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
smally blog

ჩემს ოთახში

ჩემს ოთახში არ უნდა იყოს მსხვრევადი ნივთები.
ფანჯარა უნდა იღებოდეს ჩვეულებრივ,
როგორც პაპაჩემის დროს იღებოდა.
ვერ ვიტან თანამედროვე ტექნოლოგიებს.
ჩემს ოთახში უნდა იყოს იმდენი ადგილი,
რომ ხელები გავშალო და დავტრიალდე.
ფეხებში არ უნდა მედებოდეს არაფერი.
ჩემს ოთახში უნდა თბილოდეს.
რომელიმე კუთხეში,
იატაკზე,
უნდა ეგდოს ჭრელი ხალიჩის პატარა ნაჭერი.
ჩემს ოთახში უნდა იდგეს ფურცლების სუნი.
ჩემს ოთახში უნდა მოდიოდე შენ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.