Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
smally blog

ბაჩო ზაქაიძის კუპიდონი

საუკუნოდ მაქვს გრძნობის ისარი,

მარტოობას ვკლავ მთელი ამბოხით,

ჩემი მისიაც სწორედ ეს არის,

სირცხვილს რომ ვაქრობ ჩუმი ამბორით.

მკლავში გიტარა ამოგიდია,

სერენადებით ხეზე დადიხარ,

თავი რომეოდ გამოგიდია,

კაპულეტებში სიძედ ადიხარ.

არც მელოდები იბყრობ აივანს,

მისი გრძნობები რომ მოიზიდო,

სანამ საათი წამებს გაიყვანს,

წყნარი ლოდონით დრო უნდა ზიდო.

კოცნით დაპყრობილს ნაზად ეხები,

თვალებს ახუჭინებს ღამის უძირობა,

შიშით უკანკალებს მორცხვად ფეხები,

როგორც ათასერთი ღამის უძილობა.

ისრებს არ გესვირით, ორივს გაცდით,

ეჭვები გაგფატრავთ მძიმე მომენტებში,

ვიცი ამ გრძნობებს მალევე გაცვლით,

რამე ბრჭყვიალა ლამაზ მონეტებში.

ის ყველამ იცის მე რომ ღმერთი ვარ,

ყველა თვალხილულს ჩემით ვაბრმავებ,

წრფელ სიყვარულში ერთადერთი ვარ,

უჩემოდ ამას თავს ვერ აბამენ.

ახლა დაგტოვებთ, სხვებსაც მივხედავ,

ისრის ლოდინში დღეებს რომ თვლიან,

უჩემოდ შექმნილს ვერსად ვერ ვხედავ,

ისეთს ორ გულს ერთგულად ქმნიან.

მშვილდში მოვჭიმე ორი ისარი,

გადაიხლართა ღამით თითები,

უკვე ჩაგესმით ხმები მკვნესარი,

დილამ დაწერა თქვენი მითები.

დაბრუნებისას მაწუხებს განცდა,

გოგონას ქალის კაბა აცვია,

უჩემო წყვილი ყველაფერს გასცდა,

ის თოთო ბიჭი ვხედავ კაცია.

ჩემი შექმნილი წყვილი დაშორდა,

ღალატში ცვლიან გემრიელ ნაყოფს,

ფრთებით გაფრენა ცაში გამშორდა,

ახლა ისრები შუაზე გამყოფს.

ჩემი სახელი წიგნში ვარდება,

საკურთხეველთან დადეთ პირობა,

გზა დაგილოცეს ფურცლით ვარდებმა,

დაისაკუთრეთ ჩემი გმირობა.

თქვენი შემყურე ჩემთვის ვბერდები,

გულის ჩურჩულებს იპყრობს გონება,

ისრებ დამტვრეულ იღბალს ვნებდები,

თავად მოახერხედ გრძნობის მონება.

აღარავინ ჩანს მთხოვნელი კერპთან,

მითოლოგიას ჩავბარდი ღმერთად,

მე აღარ მიწევს ბრძოლები მტრებთან,

წამიკითხავენ მე ზევსთან ერთად.



Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.