Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Виктор Цой - Пачка сигарет


ვზივარ. სხვისი სარკმლიდან, ვუმზერ ზეცას (ჩემს არა),
ვერცერთ ნაცნობს ვერ ვხედავ ვარსკვლავებში (პირნათლებს).
იქით–აქეთ ვიარე, ყველა გზა მომეარა,
რომელ გზებმაც (ზურგს უკან), კვალი არ შემინახეს.

მაგრამ, თუკი მონახავ კოლოფ თუთუნს ჯიბეში,
დღევანდელ დღეს არც ისე ცუდადა გაქვს საქმე და
მოვერცხლისფრო ფრთიანი (თვითმფრინავის ბილეთით),
მიწას აცილდები და ზედ ჩრდილიღა დაგრჩება,

სადაც არავის არ სურს, უბრალოდ რომ სდონ ბრალი,
სადაც არავის არ სურს, ხელზე ჭუჭყის სიჭარბე.
და მუსიკის თანხლებით, თუკი გინდათ მოკალით,
და მუსიკის თანხლებით, ვინ სწუხს, თუ დავიკარგნენ?..

მაგრამ, თუკი მონახავ კოლოფ თუთუნს ჯიბეში,
დღევანდელ დღეს, არც ისე ცუდადა გაქვს საქმე და
მოვერცხლისფრო ფრთიანი (თვითმფრინავის ბილეთით),
მიწას აცილდები და ზედ ჩრდილიღა დაგრჩება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.