Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sHOsHoOo blog

ჰოიდა ნანა

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ქედა, შუახევ-ხულოიდანა,
დედო დვრინით დამემღერა
დიდგოროზი მთები თანა,
მთები. . . ვისვის თვალსეირი
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
კლდის კატარში მზე ყვავოდა
კლდის ბორჯღალზე ბეჩქვი ყანა,
გვანცას ლოცვებს ვაზის სული
გორით გორზე გადეყვანა,
ვარჯანისთან, ნაჯვარისთან
დაჯვარული ქვები წვანან,
ქვებში ჩუმად დაქვითინებს
ჩემი დიდი ნენეის ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი
აჭარელი ვიყავ განა.

ჰოიდა ნანა, კიდოვ ნანა
ხარიტყავის გუდა თანა,
შიგ ჭიკჭიკი მოჭუჭკული
ამ სირთების სევდა თანა,
მიმღერია ღვინიანზე
მიტირია კიდეც განა,
როცა ჩემი ზღველთი ზვარე
ზვავის ნაძოვს დაემგვანა,
როს სხალთაში სხალთიხატებს
უსაპნავდნენ ყელში კანაფს,
ჯვარიქედზე ჯამეს დგამდნენ
ვარდიქედზე ეკლის კარავს,
ეივახ! ამის შემხედვარე
ნამსხვანიდან გაველ განა,
მთებს ტყეები ბალანივით
აბურძგლოდა უბიდანა,
ღელე-ღურდან დავეძებდი
კანკალებდა ხელში დანა,
გამჩენელო! --- სხვა რა მექნა
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნან, ოჰოი ნანა,
ქოჩახელას ქარჩხი განა,
უსულ-უსულ-ლოცვა-ლოცვით
ქარმა ნისლებს გაატანა,
ფიჩხიფუტთან გამჭვარტლული
ერთს ვცეკვობდი, განდაგანას,
თვარა ისე დუშმნის თვალებს
მიბჯგენილი ვიყავ მარად,
მიბჯგენილი ვით ამ მთებზე
ლოდიძირის ძვლების ძალა,
მიბჯგენილი ვით ჯარგვალზე
დირეგები კოჭბორჯგალა,
მიბჯგენილი ვით ჭალიქვით
გაჯანდრული დედეს დანა,
ჟამმა ბევრი მაბოჟირა,
მომბეჟვა და მავალალა
მომთიკრა და მამუნნათა
დამინდო და დამავალა,
სისხლში სისხლი!
მხოლოდ სისხლი!
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
თეთრათები ვთიბე განა,
ხამიყელზე ხაოღერი,
ბალახები შემრჩა თანა,
მთაპერანგა გადავმუხლე
გზაბაწარამ დამანახა,
ხინოსთავში თაფლი ვხილე
ჩოლოქისპირს ვმარგლე ყანა,
ჩოლოქგაღმა გოგო იდგა
გულგუნდა და თვალმარყვალა,
ღმერთმა რაფერ გადმომხედა,
ღმერთმა რაფერ გამახარა.
კისრიქედზე გაშლილ თმებში
შრიალებდა ქვეყნის ყანა,
გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე
ჩემებურა ვკადრე მარა, ---
გოგო რაცხამ დააფეთა,
გოგო ვინცხამ გადამალა,
თოხიტარზე დაყუდებულს
ცამ სიცილი დამაყარა,
შიგნი-შიგნი ჩევფუფქე
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა,
ვერ წამიხვალ განდაგანა,
ეგ ლიზღობა, ეგ ლირწობა
კმარა მეთქი!
უკვე კმარა,
ჩემი სისხლის სიყვარულით
ო, რა ხანი არ დამთვრალა,
მეყო, მტევნის წებო წვენში
ჩემი სულის ორთქლი დგანა,
ყელზე შემომეფართქალა
ვაზის ლერწი ლოფორთქანა,
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება
შატბერდი და შორი ბანა,
იქ, სანთლები ჩემისისხო,
ჯერეთ კიდე არ ჩამქრალა,
მეყო! ჯამმა ჟანგნაფლეთმა
რაც დამფლა და რაც დამგმანა,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
წარბგახსნილი დავალ განა,
საქართველოვ, ჩემო დედავ!
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მქუხარება
მწუხარება გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის
ხიხაძირში კიდე ვდგავარ,
შენი ზეცის სიმაღლისთვის
მარადიდში ვრანდავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც,
იდიდგულე!
რომ ამფერი
აჭარელი გყავდი განა!

Tags:

 
Interesting
positive votes: 31  |  negative votes: 1

Write comment:

ninche (12)
vamayob rom qartveli var an leqsis wakitxvisas vtiri kidec
#15, 18.03.2017 - 11:51
123456co (14)
magaria
#14, 01.09.2015 - 17:27
123456co (14)
magaria
#13, 01.09.2015 - 17:27
jandaba (14)
*HEART*
#12, 06.09.2014 - 19:05
jandaba (14)
vinc am leqs mousmens unda iamayos rom qartvelia
#11, 06.09.2014 - 19:04
jandaba (14)
#10, 06.09.2014 - 19:04
jandaba (14)
dzalian kargi leqsia
#9, 06.09.2014 - 19:03
mapatiet avtori damavicyda axali var am saitze da nu kamkicxavt :)
#8, 25.02.2013 - 10:30
KaeShan1 (23)
zepirad vici es leqsi...:))) zurab gorgiladze
#7, 24.02.2013 - 23:56
dadu222 (28)
siamayit vivsebi rodesac am leqs vkitxulob
#6, 24.02.2013 - 02:18
1  2  [»] 

User
offline sHOsHoOo
საქართველო, საქართველო, თბილისი



Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.