Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babuna blog

ლამაზ ქალს ვიღაცა სიყვარულს დაპირდა..

უშენოდ არ მინდა, ფოთლები გაყვითლდა,

ტანში გამიარა უჟმურმა ამინდმა,

მერე ხმა დაირხა, ქალაქი აყვირდა,

ლამაზ ქალს ვიღაცა სიყვარულს დაპირდა...

ამდენი სიცრუე ,სიყალბე არ მინდა!

ამ აურზაურში ცხოვრება გავიდა,

ვიღაცა ავიდა, ვიღაცა ჩავიდა,

ვიღაცამ ცხოვრება დატოვა, წავიდა...

ვინც დარჩა, არ ნაღვლობს, ის ჩივის თავისას,

დრო კურნავს ყველაფერს, ამართლებს თავის გზას.

ჭაღარა გამიჩნდა, რითმები გამიწყდა,

და აქ შევჩერდები, დავიწყებ თავიდან.

უშენოდ არ მინდა, ფოთლები გაყვითლდა,

ტანში გამიარა უჟმურმა ამინდმა,

მერე ხმა დაირხა, ქალაქი აყვირდა,

ლამაზ ქალს ვიღაცა სიყვარულს დაპირდა..

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.