Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

ჰო, შენ

ადამიანები რატომღაც სულ სხვაზე ლაპარაკობენ,
ეს მოსაწყენია..
გაცილებით საინტერესოა - შენ!

afe772a58b9b.jpg

ისე ცხოვრობ, როგორც გინდა? ის არის რაზეც ოცნებობდი? სიამოვნებას ღებულობ საკუთარი საქმიანობით? თუ ერთ დღეს კეფასთან იარაღს მოგიტანენ და გეტყვიან, რომ ან უნდა გათავისუფლდე და ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუსმინო საკუთარ თავს, მის სურვილებს, ან მოკვდები, რას იტყვი? იმას, რომ ყველაფრით კმაყოფილი ხარ? იმას, რომ ვალდებულებებმა დაჩრდილეს შენი სურვილები? თუ იმას, რომ მრავალ სურვილად და მიზნად დაყოფილი შენი თავი ერთ იდეაზე ვერასოდეს თანხმდება, ამიტომ ყოველთვის გიწევს არჩევანის გაკეთება?
თუ გეტყვიან, რომ სიკვდილისგან თავის დახსნა მხოლოდ საკუთარი თავის ყურადღებით მოსმენისა და საკუთარი სურვილების განხორციელებით შეიძლება, როგორ მოიქცევი? უარს იტყვი ვალდებულებებზე? სანაგვეზე მოისვრი ყველაფერს? იგრძნობ სიკვდილის შიშით გამოწვეულ თავისუფლებას? შემდეგ ინანებ, რომ ეგოისტი ხარ? იმიტომ, რომ როგორც კი საფრთხე დაგემუქრა ყველას ინტერესი ფეხებზე დაიკიდე? შემდეგ თავს გაიმართლებ და იტყვი, რომ თუ მოგკლავენ მათი ინტერესები თავისთავად აღმოჩნდება ნაგავსაყრელზე შენთან ერთად? სახლში მისული აიღებ ტელეფონს და ყველას ეტყვი, რომ ამიერიდან საკუთარი თავისთვის იწყებ ცხოვრებას? ჰა, მითხარი წამის მეათასედში რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შენი, ის განშტოება, რომელიც ლიდერობას იბრალებს? ან იქნებ იტყვი კაიო და შიშის დაცხრომის შემდეგ მიხვდები, რომ მიუხედავად საკუთარი თავის ათას პიროვნებად დაყოფისა არც ერთს ყოფნის ძალა აჯანყდეს და მოუსმინოს საკუთარ თავს? ან იქნებ ის რასაც დღეს აკეთებ, ზუსტად ისაა რაც რეალურად გინდა, ვინაიდან არჩევანი ამაზე შეაჩერე?
გაქვს, რომელიმე კითხვაზე პასუხი?
მართალი ხარ, სანამ კეფასთან იარაღის ლულას არ იგრძნობ, მანამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემით თავის შეწუხებას არ აქვს აზრი.



Finiki's blog


Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

iliakukava (63)
ისე ცხოვრობ, როგორც გინდა?
#3, 23.02.2013 - 17:30
ვალდებულებებმა დაჩრდილეს შენი სურვილები?
23.02.2013 - 18:28
ან იქნებ ის რასაც დღეს აკეთებ, ზუსტად ისაა რაც რეალურად გინდა, ვინაიდან არჩევანი ამაზე შეაჩერე?
radgan ginda albat kii:)
#2, 23.02.2013 - 17:30
მართალი ხარ;)
23.02.2013 - 18:27
გაქვს, რომელიმე კითხვაზე პასუხი?
mgoni ara
#1, 23.02.2013 - 14:36
არც ერთს ყოფნის ძალა აჯანყდეს და მოუსმინოს საკუთარ თავს...
23.02.2013 - 14:47
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.