Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iliakukava blog

ვიკიციტატები...

სამწუხაროდ, ფული არასოდეს გვაკლია ჩვენი ჟინის დასაკმაყოფილებლად, მხოლოდ სასარგებლო ან აუცილებელი საგნების ფასზე ვაჭრობთ: უდარდელად ოქროს ვესვრით მოცეკვავე ქალს და ვევაჭრებით მუშას, რომლის დამშეული ოჯახი ბეჩავი გასამრჯელოს მიღებას ელის.




საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!...


მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა.


ადამიანი იშრიტება ორ ინსტიქტურად შესრულებულ აქტში, რომელიც აშრობს მისი არსებობის წყაროებს. ორი სიტყვა გამოხატავს ყოველ ფორმას: სურვილი და ძალა. ადამიანური მოქმედების ამ ორ საზღვარს შორის არსებობს კიდევ სხვა ფორმულა, რომელსაც ბრძენი ადამიანები ფლობენ – ცოდნა. სურვილი გვწვავს, ძალა გვანადგურებს, მაგრამ ცოდნა ჩვენს სუსტ ორგანიზმს მუდმივი მშვიდობიანობის მდგომარეობაში ტოვებს.


უმჯობესია კაცი მკვდარი იყოს, ვიდრე უბედური.



ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.


ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა.


რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე?!


ჩემი სიცოცხლე მოვათავსე არა გულში, რომელიც ტყდება, არა გრძნობაში, რომელიც ჩლუნგდება, არამედ ტვინში, რომელიც არ ცვდება. მე ყველაფერს იმიტომ მივაღწიე, რომ ბოლოს ყველაფერი უგულვებელვყავი.


ჩემი პატივმოყვარეობის ერთადერთი საგანი დანახვა იყო. რა გვრჩება ხელში მატერიალური მფლობელობიდან? მხოლოდ აზრი. არასოდეს არაფერი მომისურვებია, მხოლოდ ველოდი. სამყაროში ისე ვსეირნობდი, თითქოს ჩემი საკუთარი ბაღი ყოფილიყო.


რასაც ადამიანები მწუხარებას, სიხარულს, პატივმოყვარეობას, მარცხს, კაეშანს უწოდებენ, ჩემთვის მხოლოდ იდეებია, რომელსაც მე ოცნებად ვაქცევ.


სამარცხვინო მონარქია, დამხობილი ხალხის გმირული თავგანწირვის წყალობით, ცუდი ყოფაქცევის დედაკაცი იყო. მასთან შეიძლებოდა სიცილიც და ქეიფიც. მაგრამ, სამშობლო ჭირვეული და სათნო ცოლია, გინდა თუ არა, მისი გამოზომილი ალერსი უნდა მიიღო.


ჭეშმარიტების ლიკვიდაცია რომ მოგვეხდინა, შეიძლება აღმოგვეჩინა, რომ იგი გაკოტრებულია.


თავისუფლება ანარქიას შობს, ანარქია-დესპოტიზმს. დესპიტიზმი-თავისუფლებას. მილიონობით არსება დაიღუპა ისე, რომ ვერც ერთ ამ სისტემას ვერ გაამარჯვებინა. განა ეს მოჯადოებული წრე არ არის, რომელშიც მუდამ იტრიალებს მორალური სამყარო?


როცა ადამიანს ჰგონია, სრულყოფილებას მივაღწიეო, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაულაგებია. დიდება ცუდი საქონელია: ძვირად იყიდება და ცუდად ინახება.


განა დიდება დიდი ადამიანების ეგოიზმი არაა, როგორც ბედნიერებაა სულელების ეგოიზმი?


ადამიანი ჯამბაზია, რომელიც თოკზე ცეკვავს უფსკრულის პირას.


დესპოტიზმი არალეგალურად დიდ საქმეებს აკეთებს. თავისუფლება კი თავს არ იწუხებს, პატარა საქმეები მაინც გააკეთოს ლეგალურად.


აბსოლუტურ თავისუფლებას ერები თვითმკვლელობისკენ მიჰყავს.


სათნოება მახინჯებსა და კუზიანებს ჰქონდეთ. რაღა იქნებოდნენ ეს საბრალონი მის გარეშე?


ქალებს არ უყვართ, როცა მოწყალებას თხოვენ.


ვინც მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ მოვლენებს ეხება, იგი ქრონოლოგიას წერს. ე.ი. უგუნურთა ისტორიას.


ნიჭი დღეჩაგდებულ ციებ-ცხელებას ჰგავს. არც ერთ ქალს არ სურს ეს ავადმყოფობა განიცადოს. ყველას პატივმოყვარეობის დამაკმაყოფილებელი საგნის აღმოჩენა უნდა თავის საყვარელში.


ქალები ნიჭიერ ადამიანებში მხოლოდ ნაკლს ხედავენ, უგუნურში – მხოლოდ ღირსებას.


ღარიბი, დიდი ადამიანისათვის საკმარისი არაა განყენებული სიყვარული. ის სრულ თავგანწირვას მოითხოვს. პატარა არსებებს თავგანწირვა არ აქვთ – ისინი მას სხვებისგან მოითხოვენ. სიყვარულში მხოლოდ ძალაუფლებით გამოწვეულ სიამოვნებას ხედავენ და არა მორჩილებით გამოწვეულს.


თუ ქალი არავის ნებდება, სურს ყველა შეინარჩუნოს.


მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული.


ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ გვაძლევს მისი გამოყენების ფლობას. სკიპტრა სათამაშოა ბავშვისთვის, ხოლო ნაპოლეონისთვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენდა.”


ერთადერთი, რაც ნებადართულია ადამიანისთვის, ესაა შეიგნოს ის, რასაც ვერასოდეს შეიგნებს.


ციტატების წყარო: „შაგრენის ტყავი“



Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

ვინც მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ მოვლენებს ეხება, იგი ქრონოლოგიას წერს. ე.ი. უგუნურთა ისტორიას.
#2, 26.02.2013 - 00:30
ერთადერთი, რაც ნებადართულია ადამიანისთვის, ესაა შეიგნოს ის, რასაც ვერასოდეს შეიგნებს.
*HI* *THUMBS UP* *KISSED*
26.02.2013 - 00:54


მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული.
#1, 25.02.2013 - 15:56

თუ ქალი არავის ნებდება, სურს ყველა შეინარჩუნოს.
*LOL* *HI* *KISSING*
25.02.2013 - 20:07
 

User
offline
offline iliakukava (65)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.