Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

არ იფიქრო ვერცხლის ფასად უფლის ყიდვა

ქრისტემ მითხრა:"თუ მოგინდეს საუბარი,
გადმოდექი შენს პატარა აივნიდან."
შევისმინე მისი ტკბილი ნაუბარი ,
ცას ავხედე და ღრუბლებიც გაირინდა.


"შენ ვერ მხედავ პაწაწინა თვალებიდან,
საჭიროა მხოლოდ გულით დამინახო,
უთვალავი მიზნებიდან ქრისტეს გვერდით
სამუდამო სიცოცხლე რომ დაისახო.
განსაცდელით სავსე არის შენი გზები,
არასოდეს მიგატოვებ, გიმფარველებ.
რაც შეგეძლოს ყველაფერი შეიძელი.
ყაყაჩოდ და იად გიქცევ მყინვარწვერებს.
შენ პატარა მეგობარო, მიერთგულე,
რათა შევძლოთ სიყვარულით ჯვარის ზიდვა.
ეცადე და ყოველი დღე დამიმტკიცე,
რომ არ ძალგიძს ღალატისა ვერცხლით ყიდვა.


მე ვეწამე და აღვდექი მხოლოდ შენთვის,
ამ ცოდვილმა დედამიწამ მასამარა.
შენ კი, ჩემო პაწაწინა მეგობარო,
იბრძოლე, რომ ერთად ვიყოთ აწ და მარად.


თუკი გტკივა ჩემთან მოდი, მოსარჩენად,
რომ ჭრილობა ჩემი ცრემლით დაგიამო,
აგაცილო ამის მერე განსაცდელი
და იმედის ნაპერწკლებმა დაგიაროს.


შენი ფიქრი სიყვარულით ასაზრდოე,
ნუ მიაჩვევ შენზე ავ-ხორცს ბატონობას.
დამანახე შენი სულის სისპეტაკე,
რომ სილაღე გირჩევნია მკაცრ მონობას.


რომ ერთგული ამქვეყანას გადურჩები,
სიცრუეს და ორპირობას არად ჩათვლი.
გამოიჩენ განსაცდლის დროს მოთმინებას
და ჩემს სახლში მოსასვლელად წამებს დათვლი.


რაც მინდოდა ყველაფერი ვერ გითხარი.
შეუდექი ,სანატრელო, ჯვარის ზიდვას.
დამანახე შენი წმინდა ერთგულება,
არ იფიქრო ვერცხლის ფასად უფლის ყიდვა(L)(L)


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.