Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

დაღამდა.
მზემ თვალი მოსჭრა და დახუჭა
თვალები.
შენი გაგრძელება ჩემს სულში
დამთავრდა,
მორჩი და რატომღაც აღარ
მენანები.
აღარ მსურს ყველაფერს შენ
ერქვე სახელად:
ღიმილებს,ჩემს
სუნთქვებს,ფიქრებს და
ალერსებს...
არ მინდა ცა შენი თვალებით
მიცქერდეს,
არ მინდა,ძარღვებში
სისხლივით ჩამექცე...
დროა დავივიწყო შენი
მისამართი,
სანამ ბოლო სუნთქვას ცხვირწინ
ამაცლიდე.
მორჩა.შენს სიცოცხლეს ნუღარ
დამაფიცებ,
ვიდრე ჩემს ღიმილში შენს თავს
გადავცვლიდე.
ნუ მთხოვ,ხელთავიდან ვეღარ
დაიწყები.
მორჩა,უსაფუძვლოდ შენით
აღტაცება.
მორჩა ყოველ წუთში შენთვის
სიკვდილი და
მორჩა იმავ წამში შენთვის
დაბადება.
მორჩა ღიმილების მზეში
ამოვლება,
მორჩა,კლავიშების კვნესა
ადრეული...
შეშებატკეცილი ბუხრის
მხურვვალება,
თოვლში,რითმაში და შენში
არეული...
მორჩა,ცვიმის გემო
კოცნებგასინჯული,
მორჩა დიალოგი
სიტყვებდაკარგული,
მორჩა ნარცისები თმაში
ჩაბნეული,
ყველა წყენა მორჩა ხმაში
დაფარული.
გზაჯვარედინების მორჩა
სიმფონია,
როგორ მიყვარდი და როგორ არ
დამცალდი...
გარეთ შემოდგომის ბოლო
დღეებია,
იქ ზაფხული მორჩა,–სულში შენ
დამთავრდი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.