Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

იცით როდის ვარ მე ბედნიერი? -როცა თქვენს თვალებს მომზირალს ვხედავ

იცით როდის ვარ მე ბედნიერი? -როცა თქვენს თვალებს მომზირალს ვხედავ,

როცა გულს სევდით განაწამები, დარდს დაავიწყებთ ღიმილით ყველგან.იცით როდის ვარ მე ბედნიერი? -როცა მონატრულს გიხილავთ ყველას,

როცა თქვენს ახლოს გრძნობით დავთვრები და სიყვარულით დაგკოცნით ყველას!!!

ბედნიერება მე ღმერთმა მომცა, თქვენით გავზომე ჩემი სამყარო, გული გაგიღეთ, სულშიც აგივსეთ, მეამაყებით უკიდეგანოდ! ვიცი არასდროს მე არ ვარ მარტო, ჩემთან ხართ ყველა, ვსუნთქავ თქვენს გამო, როგორც დანისლულ მთას ოხშივარი, ამედევნება ლოცვა თქვენს გამო.

განვლილ დღეების დამდევს ალერსი, გადაგვივლია სიმღერით წყარო,

რამდენი დაგვრჩა მოსაგონარი, რამდენი კიდევ მომავალს ამკობს.

ყველას გავედრებთ უფლის დიდ ძალას,

ზეცა ღვთის კალთად გადმოგეფაროთ,

დაგლოცოთ დიდმა წმინდა გიორგიმ და

დედა ღვთისამ გზა გაგიკვალოთ!


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.