Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iliakukava blog

წითელი სახლი...




წითელ სახლში ვცხოვრობდი, ძველი აგურებისგან,
ჩემი ფანჯრის ჩარჩოში მომემწყვდია ქალაქი,
ვიჯექი და ვადგენდი უსასრულო რებუსებს,
და სამელნის მაგიერიორიკის ქალა

კი,

მე ვიყავი გულგრილი, მაშინ როცა ესროდნენ...
წვიმები და სეტყვები ჩემი სახლის სახურავს.
მე ვიყავი გულგრილი, როგორც სიტყვაესოდენ
და ვიყავი ამაყი, როგორცდაიმსახურა“.

მქონდა ერთი ფანჯარა და ქალაქი ისევე
ისე იხატებოდა, როგორც ბნელი დარბაზი.
და მიყვარდა ყურება, მეფე როცა იქცევა
სინათლის და სიბნელის, ან ჭადრაკის დაფაზე.

მე მიყვარდა ფანჯრებში, ანდა სადმე ყურება,
და იმისი მოსმენა, მტვერი როგორ ედება
თეთრი კარის ჭრიალს ან ჭრიალს საფეხურების,
დარჩენილი, წიგნების გადაკეცილ გვერდებად.

მაგრამ ერთხელ დადგება ამინდების ხარხარი,
რაკი გადის ყოველი, უცილობლად გავა დღე,
დღე, რომელშიც ვიყავი სველი ფანჯრის სხვა მხარეს
და ჩავამსხვრეფანჯარას, ან უბრალოდ გავაღებ.

სახლი იდგა წითელი, მახსოვს ერთხელ შორიდან,
მხოლოდ ერთხელ შევხედე და დავტოვე იმ დილით,
როცა უცებ ისეთი თეთრი თოვლი მოვიდა,
თითქოს ანგელოზებმა გადაწყვიტეს სიკვდილი.


მინდია არაბული


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

და მიყვარდა ყურება, მეფე როცა იქცევა
სინათლის და სიბნელის, ან ჭადრაკის დაფაზე.
#1, 03.03.2013 - 20:14
როცა უცებ ისეთი თეთრი თოვლი მოვიდა,
თითქოს ანგელოზებმა გადაწყვიტეს სიკვდილი.
*HI* *KISSING*
03.03.2013 - 20:19
 

User
offline
offline iliakukava (64)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.