Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sherlok-holms blog

თუ გინდათ...

ქარიშხალი ჩადგა, ალბათ დროებით...
მაგრამ ვიცი, მეყოფა ძალა, მას გავუმკლავდე!!! მე ხომ უფალი არ მტოვებს, ეს სულ ახლახანს ვიგრძენი, როცა საშინელი სტიქია ჩემს გარშემო ყველაფრის განადგურებას ცდილობდა...
ჩემი აზრები ყოველთვის ალეგორიულია... მიმიხვდით ალბათ. ბლოგის ნებისმიერი პერსნაჟი, უსულო თუ სულიერი, უმეტესად ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩემში თავიანთი საქციელით ნეგატიურს ან პოზიტიურს ტოვებენ, კარგი ან ცუდი ემოციებით მავსებენ და მაიძულებენ მერე ამბები შევთხზა...
ბოლო დროს ნეგატიურმა იმატა და ამიტომაცაა, გაღიმებულ მზესუმზირებზე ვეღარ ვწერ... სულს მიყინავს ადამიანების მიდრკილება ცუდისკენ და ღმერთისგან მოშორებით არსებობა ანუ უ-ღმერთობა...
უბრალო ადამიანებს უბრალოდ ადამიანობას ვთხოვ... მეტს არაფერს, მაგრამ კარგად ვხედავ როგორ უჭირთ ჩემი თხოვნის შესრულება. თუმცა, რა გასაკვირია...
ასეა ყოველთვის როცა თვალებზე ბანალური და ბინძური ჩარჩოებით აწყობილ სათვალეს ირგებენ და სულის სარკედ მიჩნეულ ორ სარკმელს ყოველთვის უ-ღმერთოდ ახელენ...
როცა მხოლოდ მიწიერი სურვილებით ცხოვრება ხდება პრიორიტეტი და მზის ამოსვლას უბრალო ბუნებრივ მოვლენად თვლიან, მათთვის ნათქვამ კეთილ სიტყვას და ღიმილს საკუთარი სიბოროტის ფონზე დამსახურებულად მიიჩნევენ და ზნეობრივი გზით სიარულს ცინიზმით და დაცინვით უყურებენ...
ვიცი მუდმივი არაფერია, ყველანაირი ქარიშხალი ჩადგება...
სუსტს დააზიანებს, ძლიერს ძვრას ვერ უზამს!!!
ძლიერები კი რწმენით ვართ! სიკეთის, უფლის, ღირსების შეგრძნებით და სიახლოვით.
მე დავტკბები მზის ამოსვლით, კეთილ სიტყვას გეტყვით და სწორი გზით ვივლი...
და თუ გინდათ, ერთად წავიდეთ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 8  |  negative votes: 0

Write comment:

iliakukava (64)
არასდროს ჩავთვალოთ, თავები ჭკვიანად!!!

წამოდი ვირიოთ, გონი და აზრები, წამო რა...თაოდაც ნაგიჟარ გამადეგ!.:) *KISSED*
#5, 05.03.2013 - 16:31
მე დავტკბები მზის ამოსვლით, კეთილ სიტყვას გეტყვით და სწორი გზით ვივლი...
და თუ გინდათ, ერთად წავიდეთ...
05.03.2013 - 22:10
მეც ასე მჯერა:)
#4, 05.03.2013 - 02:09
იმედი და რწმენა ნუ მოგვიშალოს უფალმა, გაიხარე!!!
05.03.2013 - 02:12
მზესუმზირების ქვეყანაში:)) სადაც ყოველი ღამე მზიანია:))
#3, 05.03.2013 - 02:07

მჯერა ბევრი წამოვა კიდევ, მთლად არც ასე ცუდადაა საქმე...
05.03.2013 - 02:09
მესმის..
#2, 05.03.2013 - 02:04
და თუ გინდათ, ერთად წავიდეთ...
05.03.2013 - 02:06
უბრალო ადამიანებს უბრალოდ ადამიანობას ვთხოვ...
#1, 04.03.2013 - 22:52
სულს მიყინავს ადამიანების მიდრკილება ცუდისკენ და ღმერთისგან მოშორებით არსებობა ანუ უ-ღმერთობა...
04.03.2013 - 23:44
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.