Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Mshvidi-Tsurva blog

პეპილოტა:))

ვფიცავ არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი,რომ წვიმაში ყვავილების მორწყვა შემრცხვეს! :)))

“–ჩვენ ყოველთვის და ყველგან მხიარულად ვიქნებით, – თქვა ანიკამ,
პეპიმ თავი დაუქნია. სამივე სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა. უცებ ტომიმ მოიწყინა.
–მინდა, რომ სულ პატარა ვიყო! – მტკიცედ თქვა მან.
–მეც! – აჰყვა ანიკა.
–მართლა კარგი იქნებოდა! – წამოიძახა პეპიმ. – დიდები არასოდეს არ არიან ჩვენსავით მხიარულად. რას აკეთებენ, აბა? ან მოდების ჟურნალს ათვალიერებენ, ან ფეხის კოჟრებზე და შემუსასვლის გადასახადზე ლაპარაკობენ.
–შემუსასვლის კი არა, შემოსავლის გადასახადი ჰქვია. – გაუსწორა ანიკამ.
–რა განსხვავებაა! – შეეპასუხა პეპი. – ისინი სულ სისულელეზე იშლიან ნერვებს. ასე ჰგონიათ, თუ პირში ჩანგლის მაგივრად დანა ჩაიდე, უბედურება მოხდება.
–მთავარი მაინც ისაა, რომ დიდებმა თამაში არ იციან. – თქვა ანიკამ. – რა ცუდია, რომ ჩვენც ოდესმე დიდები ვიქნებით.”


Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 1

Write comment:

მეც იგივეს გეტყოდი,პეპილოტას დანახვამ გამახალისა
#5, 05.03.2013 - 01:15
:* :)
05.03.2013 - 01:22
პატარა უფლისწული დიდებმაც უნდა წაიკითხონ, მე ახლაც გადავიკითხე... ისეთ აზრებს წააწყდები, მაშინ რომ ვერ მიუხვდებოდი ბავშურად.. ახლა გასაგებია... შერლოკ ჰოლმსიც ცემი ბავშვობააა, მისის მარპლიც და ერკიულ პუაროც...
#4, 05.03.2013 - 01:11
მიხარია,რომ იშვიათად მაგრამ მაინც წავაწყდები აქ გემოვნებიან მკითხველს :)))) გაიხარე:)
05.03.2013 - 01:13
ჰო ვიცი, მაგრამ აღარ ჩავასწორე, კიდევ დიდედაც იყო, ბავშვობაში სულ უნდა ვიყოთ, ასე უფრო ადვილია ცხოვრება-არსებობა
#3, 05.03.2013 - 01:07
მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ. :)) რადგან საბავშვო ლიტერატურას შევეხეთ არ შემეძლო ჩემი პატარა უფლისწული არ მეხსენებია :))
05.03.2013 - 01:09
პეპიც, ტომი და ანიკაც, კარლსონიც, ბიჭუნაც... კიდევ ამ ბოლო დროს ავიკვიატე... თუ იცი "8 ბავშვი და საბარგო მანქანა".... სოფელში მაქვს ეს წიგნები, კიდევ მინდ აგადავიკითხო... მენატრება
#2, 05.03.2013 - 01:03
დედა და მამა გამოგრჩა :)) კი :)) ხანდახან საჭიროცაა ბავშვობაში დაბრუნება:)))
05.03.2013 - 01:05
ძალიან მიყვარდა(მიყვარს) პეპი.ჩემი ბავშვობის საყვარელი პერსონაჟი
#1, 05.03.2013 - 00:59
პეპი და კარლსონიი:)) ეს დღეებია იქ ვარრ,ბავშვობაში :))**
05.03.2013 - 01:02
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.