Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog


ნუ დაიჯერებთ, გაზაფხული მოვიდა თითქოს,
ან რას უყურებთ კალენდარზე რომელი თვეა?
თუკი შენს გულში სუსხიანი ზამთარი მეფობს,
თუკი თვალებში ცრემლიანი თებერვლის დღეა,
მაშ, რა აზრია აქვს კალენდარზე რომელი თვეა...
გაზაფხულს მაშინ შეუძლია იძალოს მხოლოდ,
როცა შენს სულში დაამარცხებ იანვრის თოვას,
როცა თებერვლის ქარიშხლისგან გადაღლილ სხეულს
კვლავ დაუამებ ენძელების ლოცვებით ცოდვას.
როცა თვალებში აიყვავებ ლურჯთვალა იებს
და გაღიმებით ძალას მისცემ აპრილის სუნთქვას,
შეძლებ და სულშიც აიყვავებ მაისის ვარდებს,
მხოლოდ მაშინ თქვი: გაზაფხულმა დაღალა თოვა.
მერე კი შეძლებ, გაიგონო ჭიკჭიკი მერცხლის...
***
მე სწორედ ასე ველოდები სულის გაზაფხულს...
თქვენთვის მარტია, ჩემში ისევ თებერვლის გლოვა.
ჩემმა აპრილმა იქნებ ახლაც არ მიმატოვოს,
შევძლოთ და ერთად დავამარცხოთ ეს ზამთრის ცოდვა...
მეც ჩემს გაზაფხულს ველოდები...
ცირა თევდორაშვილი
8 მარტი 2011 წელი


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.