Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog


რარიგ სცოდნია სიხარულს,
ამოხეთქება გულისა,
გადავიწყება დღეების,
უსახურ–უმზეურისა.
დარდი, როცა გაქვს იტირებ,
გულს ცრემლი გადაუვლისა,
როს ბრაზობ ამაიყვირებ,
ხმას შააგებებ კრულვისა.
ე, ამ სიხარულს რა უზამ,
ძალაა სასწაულისა,
ღიმილშიც ვერას ამოსცლი,
არც დროი უდგას ჭმუნვისა,
ასეა წუთისოფელი,
განა უაზროდ ბრუნვისა..
ხანდისხან წამლად გერგება,
გულს საამებლად უვლისა,
შენ გენაცვალე უფალო,
საზრდოვ ხორცის და სულისა,
დღეი, რომ მამეც საბრალოს,
ამდენის სიხარულისა.
ნანა მეფარიშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

dania (44)
დარდი, როცა გაქვს იტირებ,
გულს ცრემლი გადაუვლისა,
#1, 05.03.2013 - 11:55
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.