Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
smally blog

გიგა დათიაშვილი

შენი ყველა მოძრაობა მახსოვს
ვერ გისწორებ თვალებს ალბათ ხვდები
ხელთათმანებს ფირუზისფერს ნაქსოვს
მე კვირაში რამდენჯერმე ვხვდები

მახსოვს შენი გატაცებით დავა
ნატიფ ხელით ჰაერს როგორ აპობ
შენგან მხოლოდ სულელი თუ წავა
მზესთან ერთად ვარსკვლავებსაც ათბობ

პირველად რომ გაგაცილე სახლში
მახსოვს შენი სურნელი და განცდა
გამორჩევით დადიოდი ხალხში
მოსაწევად ორი წუთით დაცდა

ამირიე ფიქრები და მოგწონს
ქალურ შარმით უფრო მეტად მაბნევ
ამას შენი საქციელიც მოწმობს
ჩემს წინ ურცხვად კალმებს როცა აბნევ

მოგწონს ჩემი არიდება თვალის
უნებლიე დაშტერებას არჩევ
ყველაფერი გაგაჩნია ქალის
ბავშვურ ნიღაბს მხოლოდ ხალხში აჩენ

ამერია ყველაფერი გულში ,
როცა თქვი რომ შენს მოლოცვას ველი
გავბედე და მოგილოცე გუშინ
დაბადების მეთვრამეტე წელი

ერთხელ მკითხე რა მახსენებს შენ თავს
თუმცა მაშინ ვერ გავბედე მეთქვა
დილის რიჟრაჟს როცა ნამი შერთავს
ღამით როცა მიწის მესმის ფეთქვა

მახსენდება როგორ ქაჩავ ნაფაზს
არც ვფიქრობდი მაგრამ ჩემ წინ ზიხარ
ჩემი ტვინი დაემსგავსა ნახაზს
გაურკვეველს, მუშის შექმნილ ტიხარს

დამიფანტე წინ სუნამოს მტვერი
მე შევკარი სათითაო კონად
(ჩემი თავის მე თვითონ ვარ მტერი)
ამ განცდების რომ ვიქეცი მონად

გამიტაცა შენზე ფიქრმა წუხელ
გამახსენდა შენი საქმროს სახე
ჩემს სისუსტეს მხოლოდ ჩემს თავს ვუმხელ
და სიზმარშიც შენი შვილი ვნახე....

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.