Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

მონატრება,

სულის დამთრგუნველი ტკივილებით ყველა გაღიმება ამაოა, სხივიც ჩაიტანა შორი მთებმა, უკვე განშორების საღამოა, მესმის შენი სუნთქვა შორეული, ცრემლი ცხელი გულის კუნჭულია, უფრო ახლოს არის მონატრება, როცა მთის ტკივილის ჩურჩულია. ნისლმა მყინვარებიც გადაფარა, მთამ დღეს უშენობა მარგო ჭირად, უკვე დაღამდა და...აღარახარ, უკვე დაღამდა და... შევბოჭილვარ...! ჩემს წინ ქართველური სურათები უკვე აღარ ვიცი რამდენია, თითქოს უნახავად მომენატრე... ფიქრიც სიმწრის ცრემლის დამდენია. თითქოს ბურუსია...მენანები...უნდა მენახე და აღარახარ, თვალი დაცრემლილი სიმღერის დროს, ღმერთო...! ერთხელ მაინც დამანახა...! შავი პროცესია დაიფარე, თითქოს დღეს ამთავრებ ისტორიას, მე კი შემაჩვიე შენს სიმღერებს, თუმცა სულ ცოტა ხნით გიცხოვრია.... კლდეებს მოენატრე...დაღამდა და უკვე განშორების საღამოა, სულიც დაითრგუნა ტკივილებით და ეს ლექსებიც კი ამაოა, ნისლმა მყინვარებიც გადაფარა, მთებში უშენობა მერგო ჭირად, უკვე დაღამდა და ….აღა ხარ, უკვე დაღამდა და… შევბოჭილვარ...!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.