Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

მე შენს თვალებში ვცხოვრობ,

მე შენს თვალებში ვცხოვრობ,
სადაც ყველაფერს ჩემი სუნი,
ჩემი გემო აქვს..
მე შენს თვალებში ვიზრდები,
ვპატარავდები,
ვსწავლობ გაღვიძებას და ფერების გარჩევას.

შენი თვალები - ღმერთისფერი,
შენი თვალები - ჩემი სახლი,
შენი თვალები - ჩემი თავშესაფარი...

ცვალებადია შენი თვალების ამინდი; -
როცა შენს თვალებს შემოდგომის ფერი ედება - მე ვამბობ ”შემოდგომამშვიდობისა”..
როცა შენს თვალებში წვიმს - მე ვსველდები და ირგვლივ ყველაფერი მშრალი მეჩვენება..
როცა შენს სხეულს სიყვარულის ნამი ედება - მე ვხუჭავ თვალებს..
როცა შენს თვალებში თოვს, მე ვთეთრდები, ვბერდები და ვხდები ღმერთისტოლა...

მე - შენი თვალების მესაკუთრე
ვგრძნობ ჩვენი ერთადყოფნის ღმერთს,
რომელიც ისე ანათებს,
როგორც შენი ღმერთისფერი თვალები... -
ჩემი სახლი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

iliakukava (64)
როცა შენს სხეულს სიყვარულის ნამი ედება - მე ვხუჭავ თვალებს...
:-) *THUMBS UP* *KISSED*
#1, 16.03.2013 - 17:37
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.