Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Jenny Slade – a tree.





მომწონს ის, რომ შენს ცნობიერებაში ვიმყოფები,
თუმცა, ხანდახან მარტოობის მეშინია ხოლმე.

ზოგჯერ, აქ გადაშლილ ველებს მივეკრობი,
რომლებიც ხორბლის მარცვლებით იწვერებიან მზისკენ,
ზუსტად ისე, როგორც მე ვცდილობ ფესვების ამოზიდვას და
მაღლა აწეული ტოტების ცამდე მიტანას.

რაც შეეხება ჩემს ტოტებს,
ისინი თითქმის კვეთენ სიშორეს, ფორთოხლისფერ
ცას, რომელიც მარადიულად მზისჩასვლაზეა გაჩერებული.
ჰორიზონტს მიღმა კი, მხოლოდ ჩემი ფოთლები ჩადიან,
მისი სხივებით მოოქროვილნი,
რა დროსაც, გაზაფხულისთვის დამახასიათებელ შრიალს ტეხავენ.


და მაინც, აქ მთელი წელი გაზაფხულია,
დროის სეზონები წამს მიეყინა:
ყვავილები, სანახევროდ ყვავიან სამომავლო გაფურჩქვნის მოლოდინით,
პეპლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან, რომ კოკონები დატოვონ
და ახლად ამოსული ბალახის სურნელს მოუცავს არე.
აქ ყოველთვის არის დრო, იმისათვის რომ ყველაფერი ახლიდან დაიწყო,
რომ მუხასავით ბრძენი გახდე და აყრილი ტანი
მიუახლოვო ზეცას.

აქ არც ისე ცუდია ყოფნა – შენს გონებაში,
თუმცა, მარტოობისგან ხანდახან ვიწყენ.
ამ დროს კი, ის აურა შემახსენებს ხოლმე თავს,
რომელიც ჰაერმა შეინივქარა:
შენ ეს ადგილი შეჰქმენი მაინც, ყველაფრის მერე...

ხანდახან აღმოვაჩენ ხოლმე, რომ თურმე
ვიღაც გოგო მწვევია, როცა ჩემს მოპირდაპირედ შემოაჯდება მანქანას
და გვერდით მოკალათდება;
დაისის სხივებში ამოვლებული
და ასე, წყნარად და სასიამოვნოდ კითხულობს ხოლმე
წერილებს,

რომელთა შიგთავსიც სწორედ ისე გამოიყურება,
როგორც მანქანის საბარგულზე მოთავსებული მისი სხეული,
მაგრამ ამის მიღმა, მუდამ იმალება რაღაც – გაცილებით მეტი,
რასაც შესანიშნავად ნიღბავს მისი სახე
და მხოლოდ სევდის ნაპერწკალი თუ გასცემს ხოლმე,
მისი თვალებიდან გადმოვარდნილი.
ხელები რომ მქონდეს, მოვეხვეოდი
და გაშლილ თმაზე მოვეფერებოდი
მაგრამ, ამჯერად, ეს უცხო გოგო,
ფიქრით გართული, დუმილს არ არღვევს.

ის, შენ გგავს, ამასაც გეტყვი;
მე შეიძლება უბრალო ხე ვარ,
მაგრამ უფრო შორს ვხედავ ჩემი ტოტებით,
უფრო ღრმად აღვიქვამ, ჩემი ფესვებით
და ვიცი, რომ მასაც უხარია
ის, რომ შენც აქ იმყოფები.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.