Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

ისევ ფიქრებმა წამიღო

ვცდილობ გამოვიცნო რა საოცარი ძალაა, რომელიც შენსკენ მიზიდავს და მექაჩება.თითქოს პაწაწინა ხის ნაფოტი ვიყო თავის ნებაზე მათამაშებს.მე კი წინააღმდეგობას ვერც კი ვუწევ.მინდა კიდეც ამ გამოუცნობ მაგიურ ძალას მივენდო და ჰაერში ფარფატით შენსკენ გამოვეშურო.დღეებმა წამებივით სწრაფად ჩაიქროლა.მარადისობად ქცეულ მონატრებული შეხვედრის თითოეულ წამს ვითვლი.მიწაზე კი არ დავდივარ დავფარფატებ და შენზე ფიქრების ქსელში გახლართული ამ ცხოვრების სირთულეს ბავშვური სილაღით შევყურებ.ირგვლივ ვეღარაფერს ვარჩევ.ჩემს გამოგონილ ლამაზ სამყაროში ვცხოვრობ და ბროლის კოშკში გამოკეტილ ფერიას ვგევარ, რომელსაც რაინდი დარაჯობს.იმდენად სასიამოვნოა ეს ტყვეობა, რომ თავის დაღწევას არც კი ვლამობ.ვიცი, რომ ის საოცარი რამ, რაც შენკენ ასე მექაჩება დიდი და წრფელი გრძნობაა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.