Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
giorgii blog

ჩვენ ვართ 90-ანელები.(Sweet childhood)

ჩვენ ის ბავშვები ვართ დილით გაღვიძება იმიტომ რომ გვიხაროდა “kids from 402 room “იწყებოდა.
ჩვენ ის ბავშვები ვართ ,სახლში რომ საჭმელს არ ვჭამდით,სკოლააში 20 თეთრიან ბულკის ან 30 თეთრიანი ლობიანის ხათრით(გაჩნია,რამდენს მოგვცემდნენ)
ჩვენ ის ბავშვები ვართ უფლება რომ გვქონდა,კვირაში ერთხელ მასწავლებელს კარებთან დავხვედროდით და გაგვეფრთხილებია გაკვეთილი რომ არ ვიცოდით
ჩვენ იმ პერიოდის ბავშვები ვართ,ხუთიანების მიღება ორისნობას რომ არ უდრიდა..
ჩვენ ის ბავშვები ვართ ,გაკვეთილების მომზადების შემდეგ რომ გვიშვებდნენ ეზოში სათამაშოდ.
ჩვენ ის ბავშვები ვართ ,ორდროშობანას,მგელობანას,და წრეში ბურთს რომ ვთამაშობდით და საკმარისი იყო ბურთის პატრონი გაგვებრაზებინა,რომ თამაშიც მთავრდებოდა. :)
ჩვენ ის ბავშვები ვართ ,დამალობანას თამაშისას ხშირად რომ ვყვიროდით „ვინც იხილოს იხილოს,შავ კუბოში იძინოს“ ))
ჩვენ ის ბავშვები ვართ ,ბრის ილი მიაუს თამაშისას სულ შავ ფერს რომ ვირჩევდით და მხოლოდ ბიჭები რომ უტყაპუნებდნენ ერთმანეთს ძლიერად.
ჩვენ ის ბავშვები ვართ შუქის მოსვლას მეზობელი უბნების განათება-ჩაბნელებით რომ ვხვდებოდით და მოსვლის შემთხვევაში ყვირილს რომ ვიწყებდით.და გვშურდა იმ ხალხის,დვიჟოკი რომ ქონდათ )
ის ბავშები ვართ ნაკლეიკებს მაცივარზე რომ ვაწებებდით და
დენდი გქვონდა.
ის ბავშვები ვართ ტურბოს ნაკლეიკებზე რომ ჯეირნს ვთამაშობდით და კოკაკოლას ნაცვლად ლიმონათს რომ ვსვავდით.
ეზოში დისკოტეკებს ან კონცერტებს ვაწყობდით და დასასწრებ „ბილეთებს“ მშობლებზე,მეზობლებზე და და-ძმებზე ვყიდდით 20 თეთრად)
ჩვენ ის ბავშვები ვართ ლექსენის და ძებნილების სიმღერები რომ ზეპირად ვიცოდით და ჩვენი ჩაწერილი სიმღერების 95% მთავრდებოდა ასე „Request SHOW” :)
ჩვენ ვართ ბავშვები,რომლებიც მოვესწარით ფორტუნა+ ის დღის ჰიტი Soledad,Insatiable და from sarah with love რომ იყო )
ჩვენ ის ბავშვები ვართ,ზამთარში,შეშის ფეჩზე მანდარინის კანებს რომ ვწვავდით და მისი სუნი ძალიან რომ მოგვწონდა.
ჩვენ ის ბავშვები ვართ,თოვლში ცელოფნებზე რომ ვჯდებოდით და ისე ვსრიალებდით. )
და ზაფხულში წუწაობა რომ გვიყვარდა,მაგრამ ჩვენთვის რომ არუნდა შეესხათ წყალი ))
ჩვენ ვართ ბავშვები,რომლებსაც იუდას ქალის გვეშინოდა.
ჩვენ ის ბავშვები ვართ რომლებიც ერიქსონის ტელეფონებს მოვესწარით,და მშობლებისგან ნანათხოვარი გათიშული ტელეფონით გზაში ვლაპარაკობდით,(ბლატავი :) )
ჩვენ ის ბავშვები ვართ ონლაინში მთელი დღის გატარება რომ აზრადაც არ მოგვსვლია და ვერ წარმოგვედგინა,როგორც გავჩერდებოდით ერთმანეთი რომ დღეში ერთხელ მაინც არ გვენახა.
ჩვენ ის ბავშვები ვართ,ზუკოს წვენებს რომ ვსვავდით და მაინც ცოცხლები გადავრჩით.
ჩვენ ის ბავშვები ვართ მობილურები, რომ არ გვქონდა და მაინც ვიცოდით მთელი სასტავი სად იყო.
ჩვენ ის ბავშვები ვართ, რომლებსაც ისეთი მამები გვყავს, “რომ დაგარტყამენ გაგაფრენენ ამერიკაში”
და კიდევ რამდენი რამ არ მახსოვს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline giorgii (27)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



© 2018 Face.ge - all rights reserved.