Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

,შევეგებოთ ჯადოსნურ თვეს, ასეთ დიდ სიყვარულს რომ გვპირდება.

ისევ მერამდენედ მოდის მარტი, ნუშის ტოტი კვირტებს დაუპყრია, ატმის ულაზეს ხეს შეხედეთ, კაბა ვარდისფერი ჩაუცვია. თეთრად გადაპენტილ ალუბლის ხეს, გული სადედოფლოდ აუძგერდა, ბროწეული ალისფერად შემოსილი, ისე ლამაზია თვალს ვერ ვწყვიტავ. ბაღი, ბაღნარია საოცარი, ფერთა სიუხვით და სილამაზით, ბულბულს განთიადი უხარია, მზის სხივს ააცეკვებს გალობაში. გული ავსილია სიხარულით, ყველას წყენა-ჯავრი გვავიწყდება, ჰოდა,შევეგებოთ ჯადოსნურ თვეს, ასეთ დიდ სიყვარულს რომ გვპირდება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.