Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ვიდრე ყვავილობს



წითელი კაბა შერღვევია ბროწეულს ტანზე,
საკინძის ღილი, ვერ უფარავს სისხლისფერ ძარღვებს,
და თავს უხრიან ყვავილები გამდგარნი განზე,
გამსკდარა კვირტი და მოქარგულ არშიებს არღვევს.

აელვარებულ მზის სხივებში სიცოცხლე ჰყვავის,
ვიწრო წვივებზე მოსდებია სიცხე ბროწეულს,
მოლოგინებუდ დიაცივით დაბადებს ყვავილს,
და შემოახვევს საუცხოო ფერებს ძოწეულს.

მოჰგავს ვნებიანს, დასაკოცნელს ბაგეს ქალისას,
წითელ კაბაში თავს იწონებს მისი მშვენება,
და ვიდრე უჩქებს სიცოხლე და კვირტად დაისხამს,
არ უწერია სილამაზეს გადაშენება..

/ნანა მეფარიშვილი/


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.