Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

თივთიკის ჩოხა

ცვარში ბალახი მოვცელე,
მეტი რა უნდა გადამხდეს?
მთაში ჯერ ფური მოვწველე,
მერე მერანი დავრახტე.

ჩოხა მასხია – თივთიკი,
ვერცხლის მაქვს ქამარ–ხანჯალი,
ცას ჩამოვხსენი ბილიკი,
ქარში ფრიალებს ყაჯარი.

ფიქრი უმალვე გადასწვდა
ქალს, ჩემი სულის ნაღვერდალს,
სურვილმა სუნთქვა გადასწვა,
გულს სხვისკენ არ სურს გახედვა.

ერთი უარი გაბედოს,
დაილეწება გოდოლი,
მორცხვად შემომხვდა საბედო,
კანკალებს, როგორც ფოთოლი.

მოსალმებაც არ ვაცალე,
მზეს ჩამოჰგავდა მღიმარეს,
სულმოუთქმელად დავცალე
მისი ტუჩების მდინარე...

ვანო კორძაძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.