Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog


აგატირე !
წამწამები ცრემლის
მორევს ერთვიან,
გამიბრაზდი!
შენ ხარ ჩემთვის
მართლა ერთადერთია,
გაიცინებ!
ეგ თვალები
შენზე უკეთ მეტყვიან,
გაგახარო!
ჩემი გული
შენი გულის მსხვერპლია,
მე ხომ შენი ოცნების და
ნატვრის საღერღელი ვარ,
გულში სული...
ჩამიწურავს, შენი
გრძნობის მცვლელი ვარ,
გულისცემას გიკონტროლებ,
გულის რითმის მთვლელი ვარ,
ღმერთო ერთსღა გევედრები
როდის მეტყვი შენი ვარ,
აგატირე!
ჩემი გული
შენმა გულმა დალია,
გამიბრაზდი!
ჩემი არა
სიყვარულის ბრალია,
გაგაცინო!
ჩემს გულში
ხომ ისევ ისე დარია,
გაგახარებ,
შენ ხარ ჩემთვის
მართლა საფიქრალია,
მე ხომ დილის ზმანება ვარ ,
გრძნობის გაზაფხული ვარ,
შენ კი სიზმრის საწყისი ხარ
კარგი დასასრული ხარ.

//აჩიკო ჯოჯიშვილი//

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.