Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

წამოძახილი არაგვთან



ბოლო წუთამდე გამყვება
შენი ტალღების ჩქაფანი,
შენსავით მეამაყება,
არაგვო, მამა–პაპანი.

ცას შესტყორცნილი ურმული,
სახეზე ასგზის ნახმლევი,
სვანი, მეგრელი, გურული,
იმერელი და კახელი.

მიწის ყოველი მტკაველი,
ძმობის ფიც–ვერცხლი შესმული,
აქეთ ამაყი ფშაველი,
იქეთ – გოროზი ხევსური.

ხმალს მედიდურად იწვდიდეს
კვლავ რაჭველი და ქართლელი,
ჩვენი მთავარი სიწმინდე –
საქართველო და ქართველი.

წინაპართ ზარებს ჩამოვკრათ,
ცეცხლი არასდროს ჩავაქროთ,
შენს გვერდით აბა, რა მომკლავს,
შეუპოვარო არაგვო? !


ვანო კორძაძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.