Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mariiiiiii14 blog

sikvdilis mkvleli..:)

ცის ბებერი ცრემლი
დაგეღვრება თოვლად...
როცა არ მომელი,
სწორედ მაშინ მოვალ.
ჩემს მოძღვართან დიდი
აღსარება მელის,
მიცნობს, რომ ვარ გიჟი
და სიკვდილის მკვლელი...
დაადნება შანდლებს
ლოცვით კელაპტრები,
ისევ დავიდარდებ
და მომენატრები...
იმ დღით სიკვდილს ვმტერობ
(მაშინაც გიჟს ვგავდი),
ასე უსაშველოდ
როცა შემიყვარდი,
მაშინაც გულს ჩემსას
შენს გულს ვარითმებდი...
კვლავ ვიქნები შენთან
როცა არ ვიქნები.
,,შეშლილი ხმით’’ მიცნობ
და ,,შეშლილი ფერით’’,
იცნობ იმ ჩემს სტრიქონთ
სამკაულით ცრემლის.
ცის ბებერი ცრემლი
დაგეღვრება თოვლად,
როცა არ მომელი,
შენთან მაშინ მოვალ.
სავსე მაგ თვალ _ ქვევრთა
ცრემლით დავითვრები...
და ვიქნები შენთან,
როცა არ ვიქნები.


თენგო ავსაჯანიშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mariiiiiii14 (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.