Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mariiiiiii14 blog
არაგვი ჩამორბის ღელვით და
მთები დამსხდარან ბრძენად,
ეს არის სამშობლო ჩემი,
ვინც მზარდა სიკვდილის მკვლელად.
ნუ ჯავრობ ნაშალო ციხის,
ნუ ჯავრობ ხალხურო ლექსო,
ეს გულიც იმ ცეცხლით იწვის
რა ცეცხლიც თქვენს გულში ენთო.
ზღვაშიც ვგრძნობ არაგვის ზვირთებს,
არაგველს თუ ეძებთ - მე ვარ.
ხან მდგარი ქვითკირის ციხედ,
ხან კრწანისს დაღლილი ვწევარ.
დაღლილს მაქვს საფლავი სანგრად,
ეს მიწა მეც სისხლით ვქარგე,
სიცოცხლე სულ მლესავს ხანჯლად
საფლავის ჯვარიან ქვაზე.
ო,როგორ უხდება ყანებს
ყაყაჩო ნარევი წითლად.
სისხლს თუ ღვრით,მამულზე ღვარეთ,
ყაყაჩოდ იხაროს სისხლმა.
შენზე ვთქვი:თეთრ არაგვს ჰგავსო,
პირველად რომ გნახე ქალო.
ხან მთის ყვავილივით სათნოვ,
ხან ავაზასავით მწყრალო.
დამინთე სანთელი ბევრი,
სამასი სანთელი ერთად,
იქნება სიკვდილის მკვლელის
ცოდვა მეც შემინდოს ღმერთმა!

თენგო ავსაჯანიშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mariiiiiii14 (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.