Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mariiiiiii14 blog

moxevis simgera

„როცა შენს დალალებს ქარი შლის,
მოჰგავხარ ნესტანს და თამარქალს,
დედაშენს მოვტაცებ ქალიშვილს,
თუნდ მერე ყაჩაღი დამარქვან.“
მთიულნი,თუშნი,ფშავ-ხევსურნი,
გიწერენ დათაფლულ ბარათებს,
სხვებმა თუ დამასწრეს მოხევეს,
მაშინ კი ცოცხალი დამმარხეთ.
ვაჟკაცებს,დაღარულთ ნახმლევით,
ცაში მყოფთ მიწაზე დავაფრენ,
დათმობას არა ვარ ნაჩვევი,
სიკვდილსაც არ ვუთმობ არაფერს.
ძვირფასო,ჩემთვის ხარ შექმნილი,
ხელთ როგორ ჩაგაგდო სხვისასა,
წაგიყვან ჯვრის უღელტეხილი
მადლს გამოგვაყოლებს ჯვრისასა.
თერგი მყავს ფეხმარდი მერანი
ლაღად რომ მიარღვევს ქარაფებს,
ათასიც მაწვიონ მდევარი
შენს თავს მე ვერავინ წამართმევს.
ძვირფასო,ყაზბეგზე უკეთესს,
მერწმუნე ვერ ნახავ სანახავს,
მთები ცის ლურჯ სუფრებს გაგვიშლის,
ქოწილსაც ყაზბეგში გავმართავთ.
ქარი რომ დალალებს გაგიშლის,
მოჰგავხარ ნესტანს და თამარქალს,
ყაზბეგში წაგიყვან ქალიშვილს,
მერე თუნდ ყაჩაღი დამარქვან."

თენგო ავსაჯანიშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mariiiiiii14 (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.