Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mariiiiiii14 blog
არა გსურს, რომ ღვინოდ გეღვარო ბაგეზე,
ან ე მაგ უმანკო ტუჩებით დამატკბო,
რისთვისღა მაქეზებ, თერგივით ავღელდე
და ვჭრიდე შენს გულში საკუთრ კალაპოტს.
გრძნობები ხომ უკვე ლოცვებზე გავცვალე,
რაც უფრო ახლო ვარ, მით უფრო გძულდები,
მაგ თვალთა ჩინიდან ხომ უკვე წამშალე,
ცრემლების კირით და წამწამთა ფუნჯებით.
ზეცაზე ღრუბლები აწეწილ ლოგინს ჰგავს,
მთვარე კი მაცდური გზად ღიმილს დამაწევს.
ვისაც წვავს გრძნობები, უტკბესი ცოდვისგან
ლოცვით და ვედრებით თავს ვერვინ დააღწევს.
აშლილი ღრუბლები აწეწილ ლოგინს ჰგავს,
შენს ვნებებს ეხსნება წმინდანთა ბორკილი,
აშარი ქარი რომ თავისკენ მოგზიდავს
და გულში გიხუტებს ხის მწვანე ტოტივით.
წაწალ–მოფერებლად ირჩიე ქარები,
შენ ჩემი ალერსი არასდროს გნდომია,
გეენა გგონია ეს ჩემი თვალები
და ჩემი მკლავები გველები გგონია.
თუ არ გსურს, რომ ღვინოდ გეღვარო ბაგეზე,
ანდა მაგ უმანკო ტუჩებით დამატკბო,
რისთვისღა მაქეზებ, თერგივით ავღელდე
და ვჭრიდე შენს გულში საკუთარ კალაპოტს!


|თენგო ავსაჯანიშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mariiiiiii14 (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.