Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mariiiiiii14 blog
ქალი სხვაც მინახავს,მაგრამ მათ არ ჰგევხარ,
ეს გული ტრფიალით შენგან მაქვს ვნებული,
ისეთი მკაცრი და ისეთი ნაზი ხარ,
მგონია:”ვეფხვი ხარ შენ დაქალებული”.
მეც ხევის ჭიუხში ვეფხვივით გავზრდილვარ,
და ჩემი ქალღმერთიც შენა ხარ,ქალაო,
ხევის ცას დაგხურავ უწმინდეს მანდილად,
მზისაგან დაგიცავს არწივთ ფრთის მარაო;
ეს მთები შეგამკობს ყვავილთა გვირგვინით,
და თუკი მოიწყენ,მთათა თემს უთხარი,
და მთები გაგართობს:ხარჯიხვთა ჭიდილით,
შურთხების ზარით და არჩვების შუმპარით.
ფაფუკი ღრუბლები გექნება ლოგინად,
არ მიგატოვებენ ეს მთები-მხევლები.
მეც ნანადირევით დაღლილი მოგივალ
ლოდინით დაქანცულს,და მოგეფერები.
ქალი სხვაც მინახავს,მაგრამ მათ არ ჰგევხარ.
ეს გული ტრფიალით შენგან მაქვს ვნებული.
ისეთი მკაცრი და ისეთი ნაზი ხარ,
მგონია:”ვეფხვი ხარ შენც დაქალებული”.

თენგო ავსაჯანიშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mariiiiiii14 (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.