Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babuna blog

...............

რაღაცნაირად,სიცოცხლით მავსებ,
რაღაცნაირი მზერით მიმონებ,
იმ,რაღაცნაირ შემოყვარებას,
შენი სურვილით სავსე ვიგონებ.

გულს საგულეში არ ჰყოფნის ფართი,
შენით შეშლილი არ სცნობს ჩარჩოებს,
რაღაცნაირად პატარა ქალი,
აშლილ საღერღელს ვნებით აოგნებ.

რაღაცნაირი ღამე ჩამოწვა,
შენით გამთბარი მთვარე მათრთოლებს,
რაღაცნაირი შემოღამება,
სისხლს,ძარღვში მომსკდარს,გრძნობით აჟრჟოლებს.

რაღაცნაირად მაფორიაქებს,
გაზაფფხულს მგვანი შენი თვალები,
შიგ კვირტი ისხა შინდმა და ნუშმა,
ნუთუ,საერთოდ არ გაბრალები?

და,აღარ მინდა რაღაცნაირად,
ფიქრს შემოაკლდეს შენზე ოცნება,
რაღაცნაირად პატარა ქალმა,
დაიმორჩილე გრძნობა–გონება.

რაღაცნაირად დაგიგებ მახეს,
მზერას მოგპარავ ალერსით ნარევს,
ჩემი მომავლის გაზაფხულს გარქმევ,
ვიცი,ჩემს გულსაც გიჟივით არევ.

რაღაცნაირად,ცხოვრებას ერთად
ბედნიერებით აღსავსე გავლევთ,
შენ ისევ ჩემი იქნები დილა,
სევდა და დარდი ვერასდროს ამრევს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.